ორიგინალი
"ვიყავი გაოცებული და გაოგნებული..." - რას ჰყვება გიორგი ზურაბაშვილი ლავროვის მოადგილესთან შეხვედრის შესახებ
კვირის პალიტრა·09:50

"ვიყავი გაოცებული და გაოგნებული..." - რას ჰყვება გიორგი ზურაბაშვილი ლავროვის მოადგილესთან შეხვედრის შესახებ

26 ნოემბერი, 2026 · 09:50

მოლოდინი მქონდა, რომ ეს სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში.

მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.

„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო - ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.

რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქცირებასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა მან "იმედის'' ეთერში.

"ინტერპრესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "ვიყავი გაოცებული და გაოგნებული..." - რას ჰყვება გიორგი ზურაბაშვილი ლავროვის მოადგილესთან შეხვედრის შესახებ

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • GHN·07:18
    რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს - გიორგი ზურაბაშვილი
  • ნიუპოსტი·01:54
    „ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ... ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციას“ — გიორგი ზურაბაშვილი
  • ალია·01:49
    ,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
  • პუბლიკა·01:46
    ზურაბაშვილი მინსკში განხილულ საკითხებს (არ) ასახელებს
ზურაბაშვილიშეხვედრა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·10:08

მიხეილ ახმეტელი - გენერალ გელენის ქართველი მრჩეველი

მიხეილ ახმეტელი - გენერალ გელენის ქართველი მრჩეველი
კვირის პალიტრა·09:00

ვენდეტა აფხაზურად - მკვლელობები, ამნისტია და ახალი სისხლიანი დაპირისპირება

ვენდეტა აფხაზურად - მკვლელობები, ამნისტია და ახალი სისხლიანი დაპირისპირება
კვირის პალიტრა·00:28

"საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ" - მალგოჟატა გოშევსკა

"საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ" - მალგოჟატა გოშევსკა
კვირის პალიტრა·00:07

"პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკულმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ" - რა თქვა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ?

"პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკულმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ" - რა თქვა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.