ორიგინალი
"ამ მატჩის საქართველოში "შემომთრევი" ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!" - ნიკა გვარამია
კვირის პალიტრა·14:21

"ამ მატჩის საქართველოში "შემომთრევი" ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!" - ნიკა გვარამია

27 ნოემბერი, 2026 · 14:21

"ქართველი სერიალების მაყურებელებისთვის კარგად ცნობილი მურატ ოზთურქის პოსტით თუ კომენტარით დავიწყებ:"სერიოზულად ლაპარაკობთ ქვეყანაზე, რომელშიც ქრთამით ყველაფერს იყიდი, რომელიც ცნობილია იაფფასიანი სექსის ტურიზმით, თავშესაფარს აძლევს კრიმინალურ ბოსებს და ფულის გათეთრებისა და იატაკქვეშა აზარტული თამაშების სამოთხედაა ქცეული?" აი, ესაა თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ", - ამის შესახებ ნიკა გვარამია წერს.

"თურქეთის, რომლის ხელისუფლებაში უამრავი ძალიან მაღალი რანგის ლაზი და გურჯი თანამდებობის პირია და უამრავი ეთნიკურად ქართველი დედის გაზრდილი, სხვადასხვა დარგის ძალიან ცნობილი მოღვაწე.ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მუხლებზე დაყენებული ქვეყნის მიმართ შეიძლება ქონდეს გინდა თურქეთს, გინდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს (მარტო ირანის ელჩის განცხადებები რად ღირს). იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც პატივს არ სცემენ და რომლისგანაც საკუთარი ღირსების დაცვას არ ელიან.ასეთ ქვეყნად აქცია საქართველო ივანიშვილმა.

რაც შეეხება გუშინდელ დღეს:ამ მატჩის საქართველოში "შემომთრევი" ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რასთან გვექნებოდა საქმე, რა მძიმე მოვლენები განვითარდებოდა და როგორ წახდებოდა ჩვენი იმიჯი მთელი მსოფლიოს თვალწინ. იცოდა და ფეხებზე დაიკიდა, იმიტომ რომ დიდი ფულის სუნი იგრძნო.

ბათუმი 82იც ყველასთვის ცნობილი იყო (ყველგან ასე შვრებიან თურქი გულშემატკივრები, უბრალოდ ქალაქების სახელებს ცვლიან);ისრაელის ფაქტორის გამო მუსლიმური ქვეყნის Free Palestine პლაკატები რომ გაიშლებოდა და დამატებითი აგრესიის წყარო იქნებოდა, ისიც; მარბიელი რომაა ბეშიქტაშის ფანკლუბი, ისიც; ბათუმს რომ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს ამ ყველაფრის მიმართ (ისტორიული მიზეზების გამო), ისიც. და ისიც კი არ ქნეს, რომ სხვა ქალაქი მაინც აერჩიათ და არა ბათუმი.

ფულის გამო ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდეს და შედეგად ის მოიტანეს, რომთავისი უპასუხისმგებლობით და უუნარობით, და შემდეგ უკვე მშიშრობით და ცვედნობით ქვეყანა დაამცირეს; ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს; უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) "აადუღეს" ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან.

საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე", - წერს გვარამია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. "ამ მატჩის საქართველოში "შემომთრევი" ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!" - ნიკა გვარამია

თემა: მატჩის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • ფორმულა·15:03
    ისრაელის ელჩი საქართველოში ბათუმში გამართულ მატჩზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
  • პოსტივი·14:49
    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
  • ამბები.ge·14:27
    "ამ მატჩის საქართველოში "შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! დიდი ფულის სუნი იგრძნეს და რისკები ფეხებზე დაიკიდეს" - ნიკა გვარამია
  • რუსთავი 2·14:20
    კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს, სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს
მატჩის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·15:43

„კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით" - ლევან სანიკიძე

„კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით" - ლევან სანიკიძე
კვირის პალიტრა·15:43

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “წითელი ნუსხით დაცული“ 3 ბუხრინწა გადაარჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “წითელი ნუსხით დაცული“ 3 ბუხრინწა გადაარჩინეს
კვირის პალიტრა·15:36

როგორ შეიქმნა „ოფელია“ - ნახატი, რომლის მიღმაც შექსპირის ტრაგედიაზე არანაკლებ დრამატული ისტორია იმალება

როგორ შეიქმნა „ოფელია“ - ნახატი, რომლის მიღმაც შექსპირის ტრაგედიაზე არანაკლებ დრამატული ისტორია იმალება
კვირის პალიტრა·14:41

"უწმინდესმა გულზე ჯვარი მოიხსნა და მე დამკიდა"

"უწმინდესმა გულზე ჯვარი მოიხსნა და მე დამკიდა"
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.