ორიგინალი
"ამ მატჩის საქართველოში "შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! დიდი ფულის სუნი იგრძნეს და რისკები ფეხებზე დაიკიდეს" - ნიკა გვარამია
ამბები.ge·14:27

"ამ მატჩის საქართველოში "შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! დიდი ფულის სუნი იგრძნეს და რისკები ფეხებზე დაიკიდეს" - ნიკა გვარამია

27 ნოემბერი, 2026 · 14:27

ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს; უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) "აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! - ასე შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს, რითაც ეხმაურება ბათუმის სტადიონზე, თურქეთის საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ "ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, "ბეშიქთაშისა“ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ფეისბუქზე“ აზიარებს ბათუმში მომხდარზე ერთ-ერთი თურქი მსახიობის მიერ დაწერილს პოსტს, სადაც ის საქართველოს უარყოფითად წარმოაჩენს. გვარამიას შეფასებით, ეს არის თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

"ქართველი სერიალების მაყურებლებისთვის კარგად ცნობილი მურატ ოზთურქის პოსტით თუ კომენტარით დავიწყებ:

"სერიოზულად ლაპარაკობთ ქვეყანაზე, რომელშიც ქრთამით ყველაფერს იყიდი, რომელიც ცნობილია იაფფასიანი სექსის ტურიზმით, თავშესაფარს აძლევს კრიმინალურ ბოსებს და ფულის გათეთრებისა და იატაკქვეშა აზარტული თამაშების სამოთხედაა ქცეული?“

აი, ესაა თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თურქეთის, რომლის ხელისუფლებაში უამრავი ძალიან მაღალი რანგის ლაზი და გურჯი თანამდებობის პირია და უამრავი ეთნიკურად ქართველი დედის გაზრდილი, სხვადასხვა დარგის ძალიან ცნობილი მოღვაწე. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მუხლებზე დაყენებული ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს გინდა თურქეთს, გინდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს (მარტო ირანის ელჩის განცხადებები რად ღირს). იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც პატივს არ სცემენ და რომლისგანაც საკუთარი ღირსების დაცვას არ ელიან.

ასეთ ქვეყნად აქცია საქართველო ივანიშვილმა. რაც შეეხება გუშინდელ დღეს: ამ მატჩის საქართველოში "შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!

ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რასთან გვექნებოდა საქმე, რა მძიმე მოვლენები განვითარდებოდა და როგორ წახდებოდა ჩვენი იმიჯი მთელი მსოფლიოს თვალწინ. იცოდა და ფეხებზე დაიკიდა, იმიტომ რომ დიდი ფულის სუნი იგრძნო.

ბათუმი 82-იც ყველასთვის ცნობილი იყო (ყველგან ასე შვრებიან თურქი გულშემატკივრები, უბრალოდ ქალაქების სახელებს ცვლიან); ისრაელის ფაქტორის გამო მუსლიმური ქვეყნის Free Palestine პლაკატები რომ გაიშლებოდა და დამატებითი აგრესიის წყარო იქნებოდა, ისიც;

მარბიელი რომაა ბეშიქთაშის ფანკლუბი, ისიც;

ბათუმს რომ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს ამ ყველაფრის მიმართ (ისტორიული მიზეზების გამო), ისიც და ისიც კი არ ქნეს, რომ სხვა ქალაქი მაინც აერჩიათ და არა ბათუმი. ფულის გამო ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდეს და შედეგად ის მოიტანეს, რომ თავისი უპასუხისმგებლობით და უუნარობით და შემდეგ უკვე მშიშარობით და ცვედნობით ქვეყანა დაამცირეს;

ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს;

უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) "აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე!

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "ამ მატჩის საქართველოში "შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! დიდი ფულის სუნი იგრძნეს და რისკები ფეხებზე დაიკიდეს" - ნიკა გვარამია

თემა: მატჩის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·14:19
    ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - მხარეებმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს
  • ტვ პირველი·13:28
    რატომ არ უნდა დათანხმებულიყო? - კალაძე „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის ბათუმში ჩატარებაში პრობლემას ვერ ხედავს
  • GHN·13:13
    მატჩის ორგანიზატორი უეფა არ ყოფილა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების სექტორში, თავად გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების აღკვეთას შეეცადა - უეფა
  • სპორტოლი·12:56
    [PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ
მატჩის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·14:21

"მეწყრები შეიძლება გამრავლდეს" - რა მოხდა ლაილაშში და რომელი რეგიონებია საქართველოში ყველაზე მეწყერსაშიში?

"მეწყრები შეიძლება გამრავლდეს" - რა მოხდა ლაილაშში და რომელი რეგიონებია საქართველოში ყველაზე მეწყერსაშიში?
ამბები.ge·13:29

დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი, გადადებული ავიარეისები - ძლიერი შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ფოტო)

დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი, გადადებული ავიარეისები - ძლიერი შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ფოტო)
ამბები.ge·13:14

ქეთი გომართელი გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია?

ქეთი გომართელი გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია?
ამბები.ge·13:07

"უეფა არ იყო ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა..." - რას აცხადებს უეფა ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე?

"უეფა არ იყო ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა..." - რას აცხადებს უეფა ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.