ორიგინალი
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე – განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო
Lლიბერალი·09:04

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე – განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო

25 ნოემბერი, 2026 · 09:04

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და მათი შესაძლო აკრძალვის საქმის განხილვა 30 ნოემბრამდე გადადო. სასამართლოს ინფორმაციით, მომდევნო სხდომა ორშაბათს, 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

სხდომების გადადების მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალება დასახელდა.

აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. სარჩელს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის 88 წევრი, ხოლო საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

მოსარჩელეები შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას ითხოვენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო _ ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელში მითითებულია, რომ ამ პოლიტიკური ძალების საქმიანობა, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას. მოსარჩელე მხარე საკუთარ პოზიციას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აფუძნებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ წაყენებულ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ აღნიშნული სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს მათ დევნას.

Lსრული სტატია წყაროზეწყარო: liberali.ge
  1. მთავარი
  2. ლიბერალი
  3. ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე – განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო

თემა: აკრძალვის

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • ნეტგაზეთი·23:11
    ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო
  • რადიო თავისუფლება·22:28
    საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო
  • BM.GE·21:00
    სუროგაციის აკრძალვა პროცესების იატაკქვეშეთში გადასვლას გამოიწვევს - გიორგი კავკასიძე
  • რუსთავი 2·15:08
    რისკები რომ არსებობს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ საკითხის არა ნაჩქარევი და ემოციებზე დაფუძნებული, არამედ სიღრმისეული განხილვა - გიორგი შარაშიძე სუროგაციის აკრძალვაზე
აკრძალვის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

Lლიბერალი·14:04

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს აქვეყნებს: „პოლიტიკური რეპრესიის დასტურია“

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს აქვეყნებს: „პოლიტიკური რეპრესიის დასტურია“
Lლიბერალი·13:44

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაცია: ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაცია: ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Lლიბერალი·11:12

გიორგი სიხარულიძეს ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს: „პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“

გიორგი სიხარულიძეს ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს: „პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“
Lლიბერალი·09:54

ჩოხატაურის საკრებულოს სხდომა: პრივატიზაცია, მიწის იჯარა და ხელოვნების სკოლები

ჩოხატაურის საკრებულოს სხდომა: პრივატიზაცია, მიწის იჯარა და ხელოვნების სკოლები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.