მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კობახიძე ამბობს, რომ ფასებს ვებ-გვერდზე აკვირდება და ირწმუნება, რომ პროდუქტი არ გაძვირებულა - Netgazeti
კობახიძე ამბობს, რომ ფასებს ვებ-გვერდზე აკვირდება და ირწმუნება, რომ პროდუქტი არ გაძვირებულა - Netgazeti

კობახიძე ამბობს, რომ ფასებს ვებ-გვერდზე აკვირდება და ირწმუნება, რომ პროდუქტი არ გაძვირებულა - Netgazeti

ნეტგაზეთი28 აპრილი, 2026, 16:58|netgazeti.ge

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ პროდუქტებზე ფასები არ გაძვირებულა. ეს განცხადება მან გააკეთა იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში მუშაობს სურსათის ფასების შემსწავლელი კომისია, რომელიც გაძვირების მიზეზებს იკვლევს.

“გაძვირება [პროდუქტების] არის ტყუილი. პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას. ჩვენ სამუშაო პროცესი მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ სამუშაო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლოს როდის იყო მაღაზიაში თავად, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, ვინც “რეალური ფასები” იცის, კობახიძემ ასე უპასუხა:

“ვაკვირდები ხოლმე ვებ-გვერდზე. ვებ-გვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული. განსაკუთრებით, ძირითად პროდუქტებზე”, – თქვა კობახიძემ.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტიიმედი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი