მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დიუშენის წამლები: კობახიძე ფარმაცევტულ "მაფიაზე" საუბრობს, კონკრეტიკის გარეშე - Netgazeti
დიუშენის წამლები: კობახიძე ფარმაცევტულ "მაფიაზე" საუბრობს, კონკრეტიკის გარეშე - Netgazeti

დიუშენის წამლები: კობახიძე ფარმაცევტულ "მაფიაზე" საუბრობს, კონკრეტიკის გარეშე - Netgazeti

ნეტგაზეთი4 მაისი, 2026, 17:56|netgazeti.ge

“[ფარმაცევტული] მაფია არის ჩამოყალიბებული, რომელსაც აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი”, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის წამლებთან დაკავშირებით მშობლებსა და მწარმოებლებს შორის არსებული კომუნიკაციის კომენტირებისას.

“ეს არის მგრძნობიარე საკითხი. ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში. რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ასეთი საკითხების მოგვარების დროს არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული, ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი, ამიტომ აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ ყველა საკითხი უნდა იყოს აწონ-დაწონილი გონივრულად. არავის არ ენანება არც ერთი თეთრი და არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას”, – განაცხადა კობახიძემ.

რეპლიკაზე, რომ ეს კომპანიები მათ შორის თანამშრომლობენ აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებთან, კობახიძემ აღნიშნა:

“მათ შორის არის ისეთი ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან. ეს არის კორუფციით განთქმული სახელმწიფოები”.

ჟურნალისტი: შეგიძლიათ დაასახელოთ?

ირაკლი კობახიძე: არ მინდა, ახლა კონკრეტულ ქვეყნებზე გადავიდე, მაგრამ არის კონკრეტული ქვეყნები, არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინცდამაინც ისე ემთხვევა ხოლმე, რომ გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ შესაბამის გარიგებებს შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან. ამიტომ ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული. კიდევ ერთხელ, არც ერთი თეთრი და არც 10 მილიონი და არც მილიარდი დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს. მთავარია, რომ ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. არ შეიძლება, ჩვენ ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ შეიძლება ავყვეთ — კონკრეტულ შემთხვევაში ზოგადად ვსაუბრობ — არ შეიძლება ზოგადად ავყვეთ ჩვენ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტიიმედი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი