მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რუსეთი ერევანს აფრთხილებს: ევროკავშირთან თამაში საშიშია - Netgazeti
რუსეთი ერევანს აფრთხილებს: ევროკავშირთან თამაში საშიშია - Netgazeti

რუსეთი ერევანს აფრთხილებს: ევროკავშირთან თამაში საშიშია - Netgazeti

ნეტგაზეთი8 მაისი, 2026, 11:58|netgazeti.ge

“სომხეთის ხელისუფლება, რომელიც სიამოვნებით იღებს ევროპელების დახმარებას, არ უნდა ივიწყებდეს, რომ ბრიუსელისთვის ყველაფერს თავისი ფასი აქვს. დასავლეთთან ასეთი თამაში იშვიათად სრულდება კარგად” – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაზეთ „იზვესტიასთან“ საუბარში.

„ვხედავთ, რომ ერევანში სიამოვნებით იღებენ ევროპელების დახმარებას. ვიმედოვნებთ, სომხეთის ხელმძღვანელობაში არ ივიწყებენ, რომ ბრიუსელში ყველაფერს თავისი ფასი აქვს. სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი თამაში დასავლეთთან იშვიათად სრულდება კარგად იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მასში ებმებიან, მაგალითად, ბრიუსელის ანტირუსულ დღის წესრიგთან მიერთებით.

„ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა არ მოერგება სხვის გეოპოლიტიკურ თამაშებს და პრიორიტეტად საკუთარ ეროვნულ, გრძელვადიან ინტერესებს დააყენებს. ველით, რომ ერევანი არ მისცემს ევროკავშირს საშუალებას, გამოიყენოს ჩვენი სომეხი მოკავშირეების ინტერესი საგარეო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებისადმი, რათა ზიანი მიაყენოს ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ, ისტორიულ, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს“.

ზახაროვა: ზელენსკის მიღებით სომხეთმა რუსეთის მიმართ დაპირებები დაარღვია

ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, მოსკოვი აღიარებს, რომ სომხეთის გადაწყვეტილება ევროკავშირთან სამიტის ჩატარების შესახებ ერევნის სუვერენული არჩევანია. „თუმცა ევროკავშირი სწრაფად გარდაიქმნება აგრესიულ, შეუთანხმებელ, რუსეთისადმი მტრულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად და მთელ მსოფლიოში ახორციელებს ღიად კონფრონტაციულ პოლიტიკას“.

უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ლამაზი ლოზუნგების უკან „პარტნიორობის გაღრმავებაზე“, „რეფორმების გატარების დახმარებაზე“, „დემოკრატიის მხარდაჭერაზე“ იმალება პრაგმატული გათვლა: ქვეყნის მოწყვეტა საიმედო უსაფრთხოების სისტემისა და სტაბილური ეკონომიკური კავშირებისგან.

„ამავდროულად, იმ ინსტრუმენტების რეალური ალტერნატივა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა ქვეყნის სტაბილურობას, არ არსებობს“.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიიმედი
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი