მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "დაველოდოთ რა პრაქტიკას დაამკვიდრებენ შსს და სასამართლო" - კობახიძე კითხვაზე, როგორ განიმარტება სიძულვლის ენა - Netgazeti
"დაველოდოთ რა პრაქტიკას დაამკვიდრებენ შსს და სასამართლო" - კობახიძე კითხვაზე, როგორ განიმარტება სიძულვლის ენა - Netgazeti

"დაველოდოთ რა პრაქტიკას დაამკვიდრებენ შსს და სასამართლო" - კობახიძე კითხვაზე, როგორ განიმარტება სიძულვლის ენა - Netgazeti

ნეტგაზეთი19 მაისი, 2026, 14:38|netgazeti.ge

ირაკლი კობახიძე არ პასუხობს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ განმარტავს სიძულვილის ენას სამმართველო, რომელიც საჯარო კომუნიკაციისას სიძულვილის ენის გასაკონტროლებლად შეიქმნება. კობახიძე ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს და ვნახოთ, რას პრაქტიკას დაამკვიდრებენ ისინი.

კობახიძემ უგულებელყო ჟურნალისტის შენიშვნა, რომ კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი მოქალაქეებისთვის იქამდეც, სანამ პრაქტიკა დამკვიდრდება. მან ასევე უარი თქვა პირადი პოზიციის გაზიარებაზე.

“ეს [პირადი მოსაზრების გაზიარება] იქნებოდა პოლიტიკური კარნახი იმ პრაქტიკის მიმართ, რომელიც ჯერ არ არის დამკვიდრებული”, – განაცხადა კობახიძემ.

“რა არის სიძულვილის ენა და რა არა, არამედ მე შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა – ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ სასამართლომ. […] მე მაქვს რა თქმა უნდა, ნასწავლიც მაქვს ეს საკითხი უნივერსიტეტებში, თუმცა, ჩემი განმარტება არ არის მნიშვნელოვანი. პრაქტიკა უნდა დაამკვიდროს კონკრეტულმა უწყებამ. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემდეგ, პრაქტიკა უნდა დაამკვიდროს სასამართლომ. ამიტომ, დაველოდოთ იმას, თუ როგორ პრაქტიკას დაამკვიდრებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, სად უნდა გავიდეს ზღვარი სიძულვილის ენის განმარტებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. კობახიძემ არც ამ კითხვას გასცა კონკრეტული პასუხი და თქვა, რომ “სახელმწიფო იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”.

“მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა გარეწარი რომ უწოდა გიორგი გახარიას, ეს შეურაცხყოფაა, სიძულვილის ენაა, დასჯადია თუ როგორაა?” – ჰკითხე მას ჟურნალისტმა, რის საპასუხოდაც, კობახიძემ ისევ გაიმეორა, რომ უნდა დაველოდოთ რა პრაქტიკას დაამკვიდრებენ შსს და სასამართლო.

გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის სამმართველოს შექმნის მთავარ მიზნად პოლარიზაციის შემცირება დასახელდა, კობახიძეს ჰკითხეს, ამ კონტექსტში რამდენად განიხილავენ პატიმრების შეწყალების საკითხს. კობახიძემ ამ შემთხვევაშიც გაიმეორა ის, რაც აქამდეც არაერთხელ უთქვამთ როგორც მას, ისე “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს – შეწყალებამდე აუცილებელია დანაშაულის აღიარება და მონანიება.

“პოლარიზაციაც საჭიროებს ქმედებებს ორივე მხრიდან. იმისათვის, რომ პოლარიზაცია დასრულდეს, საჭიროა ქმედებები ორივე მხრიდან. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიხილოთ სინანული. სინანული ჩვენ არ გვჭირდება სუბიექტური ინტერესების გამო. ჩვენ გვჭირდება სინანული პრევენციისთვის. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, თან საკმაოდ მძიმე დანაშაული და არც ინანიებს ამ დანაშაულს და ამის მიუხედავად გამოდის გარეთ, ბუნებრივია, ასეთი მოცემულობით პრევენციის ეფექტი ვერ დადგება. ამიტომ, თუ საუბარია შეწყალებაზე, სხვა ზომების მიღებაზე, ამას წინ უნდა უსწრებდეს სინანული. და აღიარება. ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სანამ ერთი მხრიდან სინდისის პატიმარზე იქნება საუბარი და მეორიდან დამნაშავეზე, შეთანხმება ვერ შედგება – მდინარაძე

საჯარო კომუნიკაციის “სისტემური მონიტორინგის” სააგენტოს შექმნა მამუკა მდინარაძემ გუშინ, 18 მაისს დააანონსა. მისი თქმით, ამ ინიციატივის მიზანია “იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი იქნება დაცული, ამა დროულად კი მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება”.

“შსს-ში, უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

კობახიძის მსგავსად, ისიც ირწმუნება, რომ ინიციატივის მიზანი არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. კითხვაზე, ვინ და როგორ დაადგენს, კონკრეტული განცხადება, მაგალითად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, აღვივებს თუ არა შუღლს, მდინარაძემ უპასუხა, რომ ამას ჯერ ახალი სამმართველოს თანამშრომლები გააკეთებენ, შემდეგ კი მიმართავენ სასამართლოს, რომელმაც, შესაძლოა სანქციად ადმინისტრაციული პატიმრობაც კი გამოიყენოს.

ამავე თემაზე:

ზიზღის ენის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის მიერ მის “რეგულირებას” ცენზურა ჰქვია – მეზვრიშვილი „განსხვავებული აზრის კონტროლის მექანიზმი ინერგება, როგორც ჩანს“ – საიას თავმჯდომარე

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
კობახიძე →სასამართლო →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი