მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ - სააკაშვილის გზავნილი სომხეთს და მხარდაჭერა ფაშინიანს - Netgazeti
„არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ - სააკაშვილის გზავნილი სომხეთს და მხარდაჭერა ფაშინიანს - Netgazeti

„არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ - სააკაშვილის გზავნილი სომხეთს და მხარდაჭერა ფაშინიანს - Netgazeti

ნეტგაზეთი28 მაისი, 2026, 09:26|netgazeti.ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკით ავრცელებს მიმართვას სომხეთის ამომრჩევლისთვის და მოუწოდებს მას, არ დაუშვას “საქართველოს შეცდომა” – არ აირჩოს 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტია.

“სამველ კარაპეტიანი სომხური ივანიშვილია. ვფიქრობ, სომხებმა იციან, რა მოუტანა ივანიშვილმა საქართველოს – დიქტატურაზე დაფუძნებული კორუფცია, დანაშაული, ეროვნული სიმდიდრის ძარცვა, მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, საერთაშორისო იზოლაცია და მოსკოვზე დამოკიდებულება.

ძვირფასო სომეხო მეზობლებო, ნამდვილად ასეთი ქვეყანა გსურთ? არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყოთ განწყობილი არსებული ხელისუფლების მიმართ. საქართველოც დარჩა რუსული გაზის გარეშე, თუმცა ის სხვა მეზობლებისგან ბევრად იაფად იყიდა. სომხეთსაც შეუძლია იგივე გააკეთოს. ახლა, როცა თქვენ მხარს გიჭერენ როგორც ევროპა, ისე ამერიკა, ნუ დაკარგავთ ამ შანსს და ნუ მოიკვეთავთ თავს დანარჩენი მსოფლიოსგან. საქართველოს ძალიან მწარე მაგალითი აჩვენებს, რომ ოლიგარქის მხარდაჭერა და ფაშინიანის წინააღმდეგ წასვლა ფაქტობრივად თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მე კი თქვენი დიდი ერის სიბრძნის მაქვს იმედი, რომ ასეთ ნაბიჯს არასოდეს გადადგამთ. გაუმარჯოს სომხეთს!”- წერს სააკაშვილი

IRI-ის კვლევა: სომხეთში ყველაზე მაღალი ნდობით ნიკოლ ფაშინიანი სარგებლობს

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გორში მომხდარი არ არის ერთეული შემთხვევა, სისტემური დანაშაულია — ფარულავა

გორში მომხდარი არ არის ერთეული შემთხვევა, სისტემური დანაშაულია — ფარულავა

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

კრემლის „ერევნის ფრონტი“ – როგორ ცდილობს მოსკოვი სომხეთის არჩევნებზე გავლენას

კრემლის „ერევნის ფრონტი“ – როგორ ცდილობს მოსკოვი სომხეთის არჩევნებზე გავლენას

ნეტგაზეთი