მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება, აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს - კობახიძე - Netgazeti
დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება, აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს - კობახიძე - Netgazeti

დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება, აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს - კობახიძე - Netgazeti

ნეტგაზეთი26 ივნისი, 2026, 16:59|netgazeti.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმებამ დაადასტურა, რომ შემწეობის მიმღებთა დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.

მისი თქმით, პირველი ივნისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმების შედეგად 40 225 ოჯახიდან 22 707 ოჯახს დახმარება შეუწყდა.

ამის შესახებ მან დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა

„პირველი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4 %. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი – გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით – რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.

ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და, შესაბამისად, 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. მისი თქმით, სოციალური დახმარების შეწყვეტით, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 75 მილიონი ლარი დაიზოგება.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტიიმედი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი