მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - Netgazeti
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - Netgazeti

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - Netgazeti

ნეტგაზეთი15 ივლისი, 2026, 16:08|netgazeti.ge

პროკურატურის განცხადებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

მათ შორის დააკავეს ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა.

გამოძიების თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2021-2024 წლების პერიოდში, ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოთა ყალბი ბინადრობის, პირადობის, ჩაწერის და მართვის მოწმობების დამზადებასა და გასაღებას. ისინი სპეციალური პროგრამის და საბეჭდი მოწყობილობების გამოყენებით ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტაციას, რაც შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ეგზავნებოდა შემკვეთ პირებს.

„დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებული და გასაღებული იქნა სხვადასხვა კატეგორიის ყალბი დოკუმენტაცია, ხოლო დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავალი მათ საბანკო ანგარიშებზე მობილიზდა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მათი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა უკანონო შემოსავლის სახით მიღებული თანხები ხელოვნურად დაანაწევრეს და გადარიცხეს ერთმანეთის საბანკო ანგარიშებს შორის, ნაწილი თანხით განახორციელეს კონვერტირება სხვადასხვა ვალუტაში, ნაწილი კი გამოიყენეს ტოტალიზატორების ბალანსის შესავსებად. აღნიშნულით დამალეს და შენიღბეს თანხების ნამდვილი ბუნება და წარმოშობის წყარო“, — აცხადებს პროკურატურა.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა, ხოლო შვიდ ბრალდებულს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არსებითად შეუწყვეს ხელი დანაშაულის გახსნას, გირაო შეეფარდათ.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ქარელის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავესფორმულა
  • ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდატვ პირველი
  • "ბრალდების მხარემ ამ ეტაპზე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა" - გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი​რუსთავი 2
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

კირიენკო: 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია

კირიენკო: 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია

ნეტგაზეთი

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი