მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რეაგირებაა საჭირო ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე - კობახიძე - Netgazeti
რეაგირებაა საჭირო ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე - კობახიძე - Netgazeti

რეაგირებაა საჭირო ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე - კობახიძე - Netgazeti

ნეტგაზეთი3 აგვისტო, 2026, 17:40|netgazeti.ge

ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, „ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით შექმნილ კიდევ ერთ საინიციატივო ჯგუფზე და იმაზე, იგეგმება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები.

საინიციატივო ჯგუფმა თქვა, რომ იწყებდნენ მუშაობას „სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებაზე“, რომ ეროვნული ფასეულობები „სათანადოდ იყოს დაცული“.

კობახიძის განცხადებით, ამ კანონპროექტზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა „ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ“.

მისივე განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაუშვან „ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის“ და ამისთვის შესაბამისი კანონებიც მიიღეს.

„რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და მათი დაკვეთის არსი არის მარტივი – მათ უნდა სცადონ, ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ რომ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“, – თქვა კობახიძემ.

30 ივლისს ბათუმის თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ, მსახიობმა გიორგი შანიძემ და რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ განაცხადეს, რომ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი ეროვნული იდენტობისა და ფასეულობების დასაცავად. მათი სურვილია ეს ყველაფერი კანონით დარეგულირდეს.

გიორგი სიხარულიძემ თქვა, რომ დაიწყებდნენ კონსულტაციების საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებთან:

„რადგან ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თითოეულ ქართველს აწუხებს – ჩვენი იდენტობა, მისი შენარჩუნება, მისი დაცვა, გვინდა, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდეს… მივიღოთ ერთად გონივრულად კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და აგვაშორებს იმ საფრთხეებს, რომელიც თითოეული ჩვენგან უყურებს, რომ რეალურია და ყოველდღიურად ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ეს ყველაფერი მიდის ძალიან სერიოზულ დაპირისპირებამდე“.

იხილეთ ასევე:

მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდეთ – რა თქვა MMA-ის მებრძოლმა ახალ მოძრაობაზე

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • კობახიძისთვის "გაუგებარია" აშშ-ის საელჩოს შეშფოთება სიძულვილის ენის სამმართველოს გამოფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებაში არ დავუშვათ სიძულვილის გავრცელება, ჩვენი სურვილია, აშშ-თან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციასრუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით - უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებსიმედი
  • სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი საფრთხეები მომავალში თავიდან იყოს არიდებული - კობახიძე შოვის ტრაგედიაზეBM.GE
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ბათუმში კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა

ბათუმში კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი