
24 აგვისტოს უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
დღეს, 24 აგვისტოს, 19:00 საათზე უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
დღევანდელი სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები ის აქტივისტები არიან, რომლებიც შაბათის მარშებს აორგანიზებენ ხოლმე.
“24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დღეს, როდესაც განსაკუთრებით მკაფიოდ გვახსენდება, თუ რამხელა ფასი აქვს თავისუფლებას. უკრაინელი ხალხი უკვე წლებია თავდაუზოგავად, გმირულად იბრძვის ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის. საქართველოსა და უკრაინას საერთო ტკივილი, საერთო ბრძოლა და საერთო მომავალი აკავშირებს. ამ ისტორიულ მომენტში ჩვენი სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შევიკრიბოთ, ერთად ავიმაღლოთ ხმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ დავანახოთ უკრაინელ მეგობრებს, რომ ამ ბრძოლაში ისინი მარტონი არ არიან! წამოიღეთ უკრაინისა და საქართველოს დროშები, სანთლები და სოლიდარობის ბანერები”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
გაზიარება:
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge