მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მნიშვნელოვანია, მოვაჭრეები არ დაზარალდნენ - კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს - Netgazeti
მნიშვნელოვანია, მოვაჭრეები არ დაზარალდნენ - კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს - Netgazeti

მნიშვნელოვანია, მოვაჭრეები არ დაზარალდნენ - კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს - Netgazeti

ნეტგაზეთი22 სექტემბერი, 2026, 13:06|netgazeti.ge

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა გუშინ, 21 სექტემბერს „დეზერტირების ბაზართან“ მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციას.

კალაძე განმარტავს, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არა მუნიციპალიტეტის. მისი თქმით, მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს „ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება“.

„მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას“, – თქვა კალაძემ.

კახა კალაძემ „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართა, რომ უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად:

„მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას – უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს დაავალა, პროცესში ჩაერთოს. კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ადგილზე დასაქმებულები რეაბილიტაციის პერიოდში სამუშაოს გარეშე არ დარჩნენ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელიაფორმულა
  • "ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით" - კახა კალაძე ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსBM.GE
  • კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთრუსთავი 2
  • არ გვაინტერესებს რაზე მსჯელობენ - კალაძე მინისტრების შეხვედრაზეტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე

ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე

ნეტგაზეთი

ზახაროვას თქმით, ფაშინიანს სომხეთის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს

ზახაროვას თქმით, ფაშინიანს სომხეთის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს

ნეტგაზეთი