ორიგინალი
რევაზ ნადარაიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას — სანდრო ბარამიძე
ნეტგაზეთი·12:16

რევაზ ნადარაიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას — სანდრო ბარამიძე

25 ნოემბერი, 2026 · 12:16

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილოს, სანდრო ბარამიძის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ქცევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სასამართლოს თავმჯდომარის ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის, ისე სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით.

ბარამიძის თქმით, ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას:

თავმჯდომარემ საერთოდ გამოტოვა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, რომელზეც უნდა გარკვეულიყო, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული სარჩელზე დართული ერთადერთი „მტკიცებულება“ — პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რამდენად რელევანტურია ამ ე.წ. მტკიცებულების დიდი ნაწილი განსახილველ დავასთან დაკავშირებით; თავმჯდომარემ არაერთხელ შეზღუდა მოპასუხე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები მოსარჩელის წარმომადგენლებისათვის. ამით დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და, ამასთან, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცესუალური წესები; თავმჯდომარე სხდომის მიმდინარეობისას იყენებდა მოსამართლისთვის შეუფერებელ და არაპროფესიულ გამონათქვამებს, მათ შორის: „თქვენ ცრუობთ“, „უზრდელი ხართ“ და სხვა. ასეთი დამოკიდებულების ფონზე მან ჯერ მოახდინა ნიკა გვარამიას პროვოცირება საპასუხო არანორმატიულ გამონათქვამებზე, საბოლოოდ კი, იგი სხდომიდან გააძევა ისევ არასაპროცესო და შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებით: „გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი“.

„ნებისმიერ ცივილიზებულ სასამართლოში მოსამართლის ფუნქციაა არა მხარეთა მიმართ საკუთარი გაღიზიანების გამოხატვა, არამედ პროცესის მიუკერძოებლად, ღირსეულად და კანონით დადგენილი წესების დაცვით წარმართვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებს“, – წერს ბარამიძე.

ბარამიძეს მიაჩნია, რომ ამ გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს რევაზ ნადარაიას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის ინიცირება შეუძლია მის უხუცეს მოადგილეს. ამჟამად ეს არის სერგო მეთოფიშვილი.

„ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ ნიკა გვარამიას პარტიამ მიმართოს განცხადებით სერგო მეთოფიშვილს და მოითხოვოს რევაზ ნადარაიას მიერ მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის საკითხის შესწავლა და კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაწყება. არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართვას მოჰყვება სათანადო რეაგირება. დარწმუნებული ვარ, რომ მეთოფიშვილი საკითხს მსვლელობას არც კი მისცემს, ან თუ მისცემს, საკითხი არ დასრულდება ბატონი ნადარაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტით. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებისათვის კანონით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი გამოყენებული იყოს“, — აცხადებს ბარამიძე.

ასეთი მიმართვა და მასზე მიღებული გადაწყვეტილება, ან გადაწყვეტილების მიუღებლობა, ბარამიძის აზრით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შემდგომი საჩივრის მომზადებისას, მათ შორის იმის საჩვენებლად, თუ რა საშუალებები იქნა გამოყენებული სასამართლო პროცესის სამართლიანობისა და მხარეთა საპროცესო უფლებების დასაცავად.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან, რომელზეც პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავენ, გააძევეს.

მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კოალიცია „ახალის“ რამდენიმე კითხვა მოხსნეს იმ მოტივით, თითქოს კითხვები მეორდებოდა, რაც გვარამიასა და პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას შორის კამათში გადაიზარდა. გვარამიამ თქვა, რომ სასამართლო ეხმარება მოსარჩელე მხარეს, როცა არც მტკიცებულებები გამოიკვლია და კითხვა-პასუხის რეჟიმიც ფაქტობრივად გააუქმა.

ვინ არის პარტიების აკრძალვის სხდომის თავმჯდომარე

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რევაზ ნადარაიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას — სანდრო ბარამიძე

თემა: საკითხი

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·18:46
    საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა, რომლითაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ
  • ამბები.ge·18:43
    ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?
  • კომერსანტი·18:00
    ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა - ირაკლი კობახიძე
  • პოსტივი·15:38
    შალვა პაპუაშვილი ბალაშოვი-ფარცხალაძის კავშირის საკითხის შესახებ: „რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია, ალბათ, ყველაზე მინიმალურია“
საკითხი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.