ორიგინალი
უცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ უფრო გართულდა
ნეტგაზეთი·13:02

უცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ უფრო გართულდა

25 ნოემბერი, 2026 · 13:02

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2027 წლის თებერვლიდან უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ქვედა ზღვარი ₾1.5 მლნ ლარის ეკვივალენტამდე იზრდება.

რას ნიშნავს ეს? – დოლარსა და ევროში სესხის აღების ზღვარი იზრდება.

ანუ, თუ 1.5 მილიონ ლარზე ნაკლები სესხი გჭირდებათ, უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებთ, სესხი მხოლოდ ლარში გაიცემა (აქამდე ეს ზღვარი 1 მილიონი ლარი იყო).

ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას იპოთეკური და სხვა სესხების აღება მხოლოდ ლარში მოუწევს.

უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვა 2017 წლიდან დაიწყო. მაშინ ქვედა ზღვრად 100 000 ლარი დადგინდა. 100 ათასი ლარი ჯერ 200 ათასამდე, შემდეგ კი ეტაპობრივად 1 მლნ ლარამდე გაიზარდა. მარეგულირებლის არგუმენტი სავალუტო რისკებისგან დაცვა წარმოადგენდა.

ლარის მკვეთრი გაუფასურებით სესხის შენატანი ნამდვილად ძვირდება, თუმცა უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად დაბალია. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, იპოთეკურ სესხზე ლარში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 11.1%-ს შეადგენს, ხოლო უცხოურ ვალუტაში 7.7%-ს.

ასევე, თებერვლიდან ლარში გასაცემი სესხის პირობებიც მკაცრდება. ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც 2000 ლარზე ნაკლები იქნება, სესხის მომსახურებაში ყოველთვიურად შემოსავლის 25%-ზე მეტის გადახდას ვეღარ შეძლებენ. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ეს ზღვარი 1500 ლარზე გადის, 1500 ლარის ზემოთ კი 50%-იანი ლიმიტი მოქმედებს. უფრო გასაგებად, ვისი ხელზე ასაღები ხელფასიც 1800 ლარია, დღეს მას ყოველთვიურად სესხის მომსახურებისთვის 900 ლარის შეტანა შეუძლია, 2027 წლის თებერვლიდან კი ვეღარ აიღებს ისეთ სესხს, რომლის ყოველთვიური გადასახადიც 450 ლარს გადააჭარბებს..

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ უფრო გართულდა

თემა: უცხოური

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·16:31
    ნინო წილოსანი: ილონ მასკის გაზიარებული პოსტი აჩვენებს, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური სამიზნე იყო უცხოური დაფინანსების, ზუსტად ამ თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“
  • რუსთავი 2·15:12
    შალვა პაპუაშვილი: უდიდესი სირცხვილია ევროკავშირის, პირადად ევროკავშირის ელჩის შავი ლაქაა, რომ დასტურდება, რომ იყენებდა USAID-ის შექმნილ უცხოურ საინფორმაციო გავლენის ქსელს ქართულ არჩევნებში ჩასარევად
  • ინტერპრესნიუსი·12:40
    Reuters - „ლუკოილის“ უცხოური აქტივები ამერიკელმა მილიარდერმა შეიძინა
  • კომერსანტი·12:29
    „ჩელსის“ ყოფილი თანამფლობელი ტოდ ბოელი „ლუკოილის“ უცხოური აქტივების მფლობელი გახდა
უცხოური

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.