ორიგინალი
რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით
ნეტგაზეთი·20:20

რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით

25 ნოემბერი, 2026 · 20:20

ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატების გამართვა და რეზოლუციის მიღება პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში მყოფი პოლიტიკური პატიმრების საკითხზე.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში ნათქვამია: 71 წლის პაატა ბურჭულაძეს — გამოჩენილ საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართულ და ევროპულ კულტურაში — 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, მათ შორის, 2025 წლის 4 ოქტომბრის დემონსტრაციების კვალდაკვალ, სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებისთვის.

რეზოლუცია მიუთითებს, რომ ბურჭულაძე საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა, ის უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს და არსებობს სერიოზული შეშფოთება სასამართლო პროცესის სამართლიანობასთან, სასჯელის პროპორციულობასა და მისი პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით.

რეზოლუციით ევროპარლამენტი:

მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მსჯავრდადებას; მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ყველა პოლიტპატიმართან და უკანონოდ დაკავებულ პირთან ერთად, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა; მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, იურიდიულ დახმარებასა და ოჯახთან რეგულარულ კონტაქტზე; მოითხოვს ბურჭულაძის უფლებების სრულ პატივისცემას შეუფერხებელ საკონსულო წვდომასთან დაკავშირებით; დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციონერი ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და სასამართლო გზით შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება; მოითხოვს ძალის გადამეტებული გამოყენების, დაშინებისა და მომიტინგეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას; კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის; სინანულს გამოთქვამს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისროს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს; მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება და კვლავ იმეორებს მოწოდებას მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესების შესახებ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეზე ადამიანის უფლებების დარღვევის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საქმეებზე დებატების ფარგლებში იმსჯელებს. დებატებზე ევროკომისიის პოზიციას ჰენა ვირკუნენი წარმოადგენს — ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელია ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე და ასევე, არის ევროკომისარი ციფრული და მოწინავე ტექნოლოგიების საკითხებში.

რეზოლუციაზე კენჭისყრა 26 ნოემბერს გაიმართება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით

თემა: ევროპარლამენტმა

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • პოსტივი·19:10
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
  • ინფო 9·18:43
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
  • ამბები.ge·18:43
    ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?
ევროპარლამენტმა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.