ორიგინალი
კობახიძემ დაასახელა, ვინ ჰპირდებოდა მათ ქართული კომპანიების რუსული სანქციებიდან ამოღებას
ნეტგაზეთი·14:52

კობახიძემ დაასახელა, ვინ ჰპირდებოდა მათ ქართული კომპანიების რუსული სანქციებიდან ამოღებას

26 ნოემბერი, 2026 · 14:52

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხეილ გალუზინთან შეხვედრამდე, თბილისში ქართულ-რუსული სავაჭრო პალატის თანახელმძღვანელ იური ბალაშოვთან საუბრები გაიმართა. მისი თქმით, ბალაშოვი თავდაპირველად იძლეოდა დაპირებას, რომ წლის ბოლომდე ყველა ქართულ კომპანიას სიიდან ამოიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ანალოგიური დამოკიდებულება უკვე გალუზინთან შეხვედრაზეც გამოიკვეთა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, ფლობდა თუ არა წინასწარ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან კიდევ ორი ქართული კომპანიის შესაძლო სანქცირებისა და მამუკა ფიფიას მიერ დასახელებულ თბილისში გამართულ შეხვედრაზე.

„რაც შეეხება შეხვედრას, არის ბატონი ბალაშოვი, რომელიც არის, თუ არ ვცდები, ქართულ-რუსული სავაჭრო პალატის თანახელმძღვანელი. მასთან იყო საუბრები გალუზინთან შეხვედრამდე. მისი მხრიდან იყო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე ყველა კომპანია იქნებოდა ამოღებული სიიდან, თუმცა მისი მხრიდანაც შეიცვალა ეს პოზიცია და შემდეგ უკვე გალუზინთან შეხვედრაზეც მოვისმინეთ ჩვენ ანალოგიური პოზიცია, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი“, — განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებას ადგილზე ჟურნალისტებთან პოლემიკა მოჰყვა. მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, თუ რისი იმედი აქვს ხელისუფლებას დეოკუპაციის პროცესში, მაშინ, როცა ღვინოზეც კი “გადააგდო” მოსკოვმა, კობახიძემ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა.

„თქვენ გადაგაგდეს 20%-ის ოკუპაციის ნაწილში და ამიტომ ჩუმად ვიქნებოდი თქვენს ადგილას, იმიტომ, რომ თქვენმა პარტიამ ჩააბარა 20% რუსეთის ფედერაციას და გადაგდებაზე თქვენს ადგილას არ ვისაუბრებდი“, — მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კობახიძემ ზოგადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და დიალოგის ფორმატზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა „ურთულესია“, რადგან რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და განხორციელებული აქვს ეგრეთ წოდებული აღიარება. კობახიძის თქმით, ეს სტატუს-კვო ხელისუფლებამ „მემკვიდრეობით გადმოიბარა“ და ვითარება თანმიმდევრულ მიდგომასა და მოთმინებით მუშაობას მოითხოვს.

მინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელოდება

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კობახიძემ დაასახელა, ვინ ჰპირდებოდა მათ ქართული კომპანიების რუსული სანქციებიდან ამოღებას

თემა: რუსული

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • GHN·17:22
    უკრაინამ „ნეპტუნის“ რაკეტებით რუსულ სამხედრო აეროდრომს დაარტყა, სადაც სუ-34-ებია განლაგებული
  • პოსტივი·15:25
    შალვა პაპუაშვილი: „ჩვენი ინტერესი იყო, რომ „ისკანდერის“ ნამსხვრევები ყოფილიყო აქ, რათა დაგვემტკიცებინა რუსეთის დანაშაულები. ამერიკის ინტერესი იყო, რომ წაეღო და შეესწავლა რუსული ტექნოლოგიები. რომელი ინტერესი აირჩია სააკაშვილმა? – აშშ-ის ინტერესი“
  • იმედი·15:07
    შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიზნებში ვეღარ გავერკვევით - ხან რას ამბობს, ხან რას. ერთადერთი საინტერესო, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ის რუსეთის ხელდასხმით გახდა პრეზიდენტი. ასე რომ, 2003-2012 წლებში, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რუსული რეჟიმი გვყოლია
  • რუსთავი 2·14:37
    პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა ურთულესია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა
რუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.