მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "თავს დამესხნენ იმიტომ, რომ მიკროფონი მეჭირა" - ჟურნალისტ გურამ როგავას სიტყვა ევროპარლამენტში - Netgazeti
"თავს დამესხნენ იმიტომ, რომ მიკროფონი მეჭირა" - ჟურნალისტ გურამ როგავას სიტყვა ევროპარლამენტში - Netgazeti

"თავს დამესხნენ იმიტომ, რომ მიკროფონი მეჭირა" - ჟურნალისტ გურამ როგავას სიტყვა ევროპარლამენტში - Netgazeti

ნეტგაზეთი19 მარტი, 2026, 13:04|netgazeti.ge

ჟურნალისტი გურამ როგავა ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტისადმი მიმართვისას ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხებზე.

ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ მის სიტყვას:

“გმადლობთ ევროპარლამენტის ძვირფასო წევრებო. გმადლობთ, რომ საუბრის შესაძლებლობა მომეცით. აქედან მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში და მივესალმო ჩემს კოლეგას მზია ამაღლობელს, ქართველ ჟურნალისტს, რომელიც ციხეშია.ჩემი სახელია გურამ როგავა. მე ვარ ქართველი ჟურნალისტი. მრავალი წლის განმავლობაში ვაშუქებდი საპროტესტო აქციებს, პოლიტიკურ კრიზისებს, კონფლიქტებსა და ომებს ჩემს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.ყოველთვის მჯეროდა, რომ ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია სიმართლის საჩვენებლად. მაშინაც კი, როდესაც ეს არაკომფორტულია მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია. მაგრამ, დღეს, საქართველოში, ამ საქმის კეთება უკიდურესად საშიში გახდა. ჩემი შემთხვევა საერთაშორისო მასშტაბით მაგალიტად მოჰყავთ, როგორც საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობის მაგალითი: 2024 წლის ნოემბრის აქციების დროს, მე სპეცრაზელი დამესხა თავს. მაშინ, როდესაც თბილისში, აქციიდან პირდაპირ ეთერში ვმაუწყებლობდი, სპეცრაზმელი მოულოდნელად ზურგიდან დამესხა თავს. მანამდე, წლების განმავლობაში ვიღებდი მკვლელობის მუქარის შემცველ შეტყობინებებს.იმ ღამით იმიტომ არ დავსხმიან თავს, რომ კანონი დავარღვიე. თავს დამესხნენ იმიტომ, რომ მიკროფონი მეჭირა. მიკროფონი და არა მოლოტოვის კოქტეილი. ვაშუქებდი მოვლენებს, ვაკეთებდი ჩემს საქმეს, როგორც ჟურნალისტი. მე, ოპერატორთან ერთად, პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდი, თუ როგორ სცემდნენ სასტიკად მშვიდობიან მომიტინგეებს ნიღბიანი სპეცრაზმელები, რომლებსაც არ ჰქონდათ საიდენტიფიკაციო ნომრები, ან წარწერები. ისინი გამოიყურებოდნენ როგორც კრიმინალები და იქცევიან როგორც კრიმინალები. მე ჩემს აუდიტორიას ვუჩვენებდი მათ უკანონო ქცევას, როდესაც ერთ-ერთი მათგანი თავს დამესხა.კისერში დამარტყეს და მიწაზე დამაგდეს. სახის ძვლები და კისერი მქონდა მოტეხილი. რამდენიმე დღე საავადმყოფოში ვიყავი. მქონდა სერიოზული დაზიანებები და დამჭირდა ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ექიმების თქმით, გამიმართლა, რომ პარალიზებული არ დავრჩი.თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. კამერებმა ყველაფერი დააფიქსირეს. მაგრამ “ქართული ოცნება” პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ისინი ამბობენ, რომ ეს “პატარა ინციდენტი” იყო. ამავდროულად, ექიმები ამბობენ, რომ სასწაულია, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. რაც მთავარია, თავდასხმის შემდეგ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. ოფიციალურად მაქვს დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ რეალურად ეს არაფერს ნიშნავს. ეს მხოლოდ ფორმალური სტატუსია, რომელიც მაძლევს უფლებას, მაგალითად, გამოვითხოვო დოკუმენტები ჩემი საქმიდან. გამოვითხოვე კიდეც.ჩემი საქმის დოკუმენტები რომ ნახოთ, ეს მართლაც მძიმე ქაღალდების დასტაა, მაგრამ შიგნით არაფერია. ცარიელია. ეს არის მაკულატურა, მხოლოდ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს მუშაობენ. მაგრამ ეს ფეიკია, ფოკუსია. ისინი არაფერს აკეთებენ გამოსაძიებლად.მე, ასევე, მოვითხოვე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მითხრეს, რომ თავდასხმის დროს ასობით კამერას, ყველას ერთდროულად, ტექნიკური პრობლემა ჰქონდა. გჯერათ ამის? რა თქმა უნდა, მთავრობამ იცის, ვინ დამესხა თავს, ვინ იმალება ნიღბის უკან, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ პოლიციის ოფიცრები ბრძანებებს “ქართული ოცნებისგან” იღებენ.ჩემი ისტორია არ არის უნიკალური. ამ საპროტესტო აქციების დროს 70-ზე მეტი – არა 17, არამედ 70 – ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს ან ხელი შეუშალეს თავიანთი საქმის კეთებაში. კამერები დაამტვრიეს, რეპორტიორები სცემეს. წარმოგიდგენიათ? 70 ჟურნალისტი ასეთ მოკლე დროში. ეს ომზე უარესია. რაც მთავარია, ყველა შემთხვევა დაუსჯელი რჩება. ეს არ არის შემთხვევითი ძალადობა. ეს არის გზავნილი ჩვენთვის, ქართველი ჟურნალისტებისთვის – თუ რეალობას ვაჩვენებთ, ჩვენს ქვეყანაში აღარ ვიქნებით უსაფრთხოდ.საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოქალაქეების უმრავლესობას სურს ევროპაში ცხოვრება. ევროკავშირი ჩვენთვის მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი არ არის. ეს არის ღირებულებითი არჩევანი: თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის ღირსება. მაგრამ, დღეს ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ ტენდენციებს: თავდასხმები ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და გამოძიებები, რომლებიც ჩვენთვის არასდროს სრულდება სამართლიანობით.დღეს აქ ვარ არა მხოლოდ როგორც პოლიციის ძალადობის ერთი მსხვერპლი, არამედ როგორც ყველა იმ ქართველი ჟურნალისტის ხმა, რომელსაც სჯერა, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია დემოკრატიისთვის. მე გულწრფელად მჯერა, რომ საქართველო და საქართველოს მომავალი ევროპულია. მაგრამ, დემოკრატია ვერ გადარჩება, თუ ჟურნალისტებს ქუჩაში სცემენ. ხოლო საქართველოში ჟურნალისტების დაცვა ნიშნავს დემოკრატიის დაცვას ევროპის საზღვრებზე. და ამაში ევროპას მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი.თქვენი მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართ საქართველოში დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. რადგან, როდესაც ჟურნალისტებს ესხმიან თავს, ეს არ არის მხოლოდ თავდასხმა ერთ ადამიანზე, ეს არის თავდასხმა საზოგადოების უფლებებზე. ასე რომ, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თქვენ იქნებით უფრო ხმამაღალი, უფრო მკაფიო და შემოგვთავაზოთ კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში მედიისა და თავისუფლების გადასარჩენად. გმადლობთ”.
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი

პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება, ჩვენ საქართველო ჩიხში არ შეგვიყვანია – ევროკომისიის წარმომადგენელი

პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება, ჩვენ საქართველო ჩიხში არ შეგვიყვანია – ევროკომისიის წარმომადგენელი

ნეტგაზეთი

სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა – მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი

სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა – მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი

ნეტგაზეთი