მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა - Netgazeti
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა - Netgazeti

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა - Netgazeti

ნეტგაზეთი27 მარტი, 2026, 08:38|netgazeti.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობა და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფანზე“ და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე. ასევე, განხილულ იქნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი საქართველოს 23 მარტს ეწვია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციელისთვის შუა თითის აწევის საბაბით, დემონსტრანტს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციელისთვის შუა თითის აწევის საბაბით, დემონსტრანტს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ნეტგაზეთი

ელენე ხოშტარია ციხეშია იმიტომ, რომ არ ემორჩილება „ოცნებას“ — პოლიტიკოსი ქალები

ელენე ხოშტარია ციხეშია იმიტომ, რომ არ ემორჩილება „ოცნებას“ — პოლიტიკოსი ქალები

ნეტგაზეთი

უარს ვამბობ ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე – ფაშინიანი

უარს ვამბობ ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე – ფაშინიანი

ნეტგაზეთი

სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ჩარევები რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ წყაროებში ვლინდება  – ერევანი

სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ჩარევები რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ წყაროებში ვლინდება – ერევანი

ნეტგაზეთი