მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ბაჩო ახალაიას სასამართლოში გაკეთებული განცხადების გამო ახალი ბრალი წარუდგინეს - Netgazeti
ბაჩო ახალაიას სასამართლოში გაკეთებული განცხადების გამო ახალი ბრალი წარუდგინეს - Netgazeti

ბაჩო ახალაიას სასამართლოში გაკეთებული განცხადების გამო ახალი ბრალი წარუდგინეს - Netgazeti

ნეტგაზეთი27 მარტი, 2026, 09:38|netgazeti.ge

ბაჩო ახალაიას სასამართლოში გაკეთებული განცხადების გამო ახალი ბრალი წარუდგინეს.

ბაჩო ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე ეხება ბაჩო ახალაიას მიერ 16 თებერვალს სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.

ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. მას 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას“ ედავებიან, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციელისთვის შუა თითის აწევის საბაბით, დემონსტრანტს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციელისთვის შუა თითის აწევის საბაბით, დემონსტრანტს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ნეტგაზეთი

ელენე ხოშტარია ციხეშია იმიტომ, რომ არ ემორჩილება „ოცნებას“ — პოლიტიკოსი ქალები

ელენე ხოშტარია ციხეშია იმიტომ, რომ არ ემორჩილება „ოცნებას“ — პოლიტიკოსი ქალები

ნეტგაზეთი

უარს ვამბობ ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე – ფაშინიანი

უარს ვამბობ ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე – ფაშინიანი

ნეტგაზეთი

სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ჩარევები რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ წყაროებში ვლინდება  – ერევანი

სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ჩარევები რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ წყაროებში ვლინდება – ერევანი

ნეტგაზეთი