მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მსახიობების თქმით, სერიალიდან აზარტულ თამაშებზე აზრის დაფიქსირების გამო მოხსნეს - Netgazeti
მსახიობების თქმით, სერიალიდან აზარტულ თამაშებზე აზრის დაფიქსირების გამო მოხსნეს - Netgazeti

მსახიობების თქმით, სერიალიდან აზარტულ თამაშებზე აზრის დაფიქსირების გამო მოხსნეს - Netgazeti

ნეტგაზეთი27 მარტი, 2026, 17:54|netgazeti.ge

სერიალ „ბოლო სეზონის“ მსახიობები აცხადებენ, რომ ისინი პროექტიდან აზარტული თამაშებთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნეგატიური აზრის გამო მოხსნეს.

„ბოლო სეზონი“ სპორტული სერიალია. იგი მოგვითხრობს „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში მოასპარეზე გუნდის, „მიმინო 1919“-ის შესახებ, რომელიც ბოლო სეზონს ატარებს. სერიალს კომპანია Film Asylum „კრისტალბეთის“ მხარდაჭერით იღებს.

როგორც მსახიობები ამბობენ, სწორედ „კრისტალბეთმა“ მიიღო პროექტიდან მათი მოხსნის გადაწყვეტილება, რადგან არ მოეწონა, ვიდეო, სადაც ისინი ნეგატიურად პოზიციას აფიქსირებენ ზოგადად აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით.

თავდაპირველადა ამბის შესახებ მსახიობმა გიგა დათიაშვილმა ისაუბრა, რომელიც სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.

გიგა დათიაშვილის თქმით, „კრისტალბეთის“ გადაწყვეტილებით, მასთან ერთად სერიალიდან კიდევ ორი მსახიობი, დევი ბიბილეიშვილი და ბექა ხაჩიძე გაუშვეს.

„ბოლო სეზონიდან“ მოგვხსნეს რამდენიმე მსახიობი – მე, დევი ბიბილეიშვილი და ბექა ხაჩიძე. ეს გააკეთა კომპანიამ, რომელიც ასპონსორებს Film Asylum-ს, კომპანიას, რომელიც იღებს ბოლო სეზონს, ჩვენი მეგობრები არიან ის ადამიანები და მიზეზი იყო ის, რომ მივიღეთ ვიდეოში მონაწილეობა, სადაც slebet.ge-ს დამფუძნებელი ლაშა გვეკითხება თუ რა აზრის ვართ აზარტულ თამაშებზე. ეს არ მოეწონა „კრისტალბეთს“ და თქვა, რომ ეს ადამიანები ამ სერიალში აღარ იქნებიანო.

არ ვიცი, სიგიჟეა. ეს სერიალიც არის ფეხბურთზე და არ არის რაღაც კაზინოზე. გაუგებარი არგუმენტი არის ჩემთვის. მე პირადად სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი ამდენი ხანია. მითუმეტეს ვერც „კრისტალბეთი“ ვერ დამაზარალებს მაგით, რომ მეოთხე სეზონში აღარ ვიქნები და არც ჩემს სამსახიობო კარიერას არ მოაკლდება ეს. დააზარალეს ისევ თავიანთი თავები ჩემი აზრით, ასეთი მიდგომით მსახიობების მიმართ“, – აცხადებს გიგა დათიაშვილი.

სერიალიდან გაშვების შესახებ „მაუწყებელთან“ ისაუბრა მსახიობმა დევი ბიბილეიშვილმა. მისი თქმით, თავისუფალი ადამიანი და რა აზრსაც უნდა იმას დააფიქსირებს. ამასთან მსახიობი ხაზს უსვამს, რომ მას აზარტული თამაშებთან დაკავშირებით აზრის დაფიქსირებას არც კონტრაქტი უკრძალავდა.

„ორი კვირაა გავიგეთ, რომ მეოთხე სეზონი გადაწყდა მაინც და დამტკიცდა, რომ იქნება. ვიცოდით, რომ უნდა ვყოფილიყავით ამ სერიალში. დაგვირეკეს მე, ბექას და გიგას და გვთხოვეს, რომ მივსულიყავით „Film Asylum-ის“ ოფისში, სადაც ვხვდებით ხოლმე რეალურად, სადაც ვსაუბრობთ და ვგეგმავთ მერე რა უნდა გავაკეთოთ. მივედით და გვითხრეს, რომ მეოთხე სეზონში არ ვიქნებოდით. ჩვეულებრივად მივიღეთ. ოღონდ ძალიან დამწუხრებულებმა გვითხრეს, რომ ეს Crystalbet-მა მოსთხოვა იმიტომ, რომ ჩვენ თითქოს რაღაც ადამიანურ დონეზე [შეთანხმება] დავარღვიეთ, თორემ კონტრაქტთან არაფერი შუაში არ იყო, საერთოდ ნახსენები არ იყო და არც გვაქვს არანაირი კონტრაქტი არც Crystalbet-თან და Film Asylum-თანაც გასულია ჩვენი ვალდებულებები. რას გულისხმობდა, ვერ მივხვდი საერთოდ.

იყო საუბარი Slebet.ge-ზე რა. ეს არის ჩვენი პარტნიორის TikTok არხი, იუმორისტული Slebet.ge, ვითომ ტოტალიზატორი. მოვიდა, რას ფიქრობთ აზარტულ თამაშებზეო ზოგადად, როგორც პრინციპზე, რომელიც არის მავნე.

არ ვიცი, ამის სინანული არ გვაქვს არცერთს ანუ დანაშაულსაც ვერ ვხვდები რა არის ამაში საერთოდ. ვინმეს თუ სხვა აზრი აქვს, მაგასაც ვერ ვიგებ. აზარტული თამაშები არის ძალიან მავნე ადამიანის ფსიქიკისთვის და სირცხვილიც არის ახლა ამ თემის გაშლა. ძალიან მეინსტრიმული აზრია, ჩვენ ქვეყანაში არ არის მარტო, ეს მსოფლიოში გავრცელებულია ასე, რომ აზარტული თამაშები არის ძალიან მავნე და არ ვიცი, რა ამბიციას ჰქონდა ადგილი თუ რა შურისძიებას..,“, – განაცხადა დევი ბიბილეიშვილმა.

სერიალ „ბოლო სეზონიდან“ მსახიობების გაშვებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი „კრისტალბეთს“ 25 მარტს დაუკავშირდა. „კრისტალბეთში“ კითხვის ელფოსტით გაგზავნა ითხოვეს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ადვოკატების ცნობით, სინდისის პატიმრები ტარაკნებიან კარცერში გადაიყვანეს

ადვოკატების ცნობით, სინდისის პატიმრები ტარაკნებიან კარცერში გადაიყვანეს

ნეტგაზეთი

დეზინფორმაციაზე ბრიტანული პარლამენტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

დეზინფორმაციაზე ბრიტანული პარლამენტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

ნეტგაზეთი

“დამხვდნენ როგორც რეციდივისტს, სამი მანქანით ალყაში მომაქციეს და ისე ამიყვანეს” – ნინია კაკაბაძის სიტყვა სასამართლოში

“დამხვდნენ როგორც რეციდივისტს, სამი მანქანით ალყაში მომაქციეს და ისე ამიყვანეს” – ნინია კაკაბაძის სიტყვა სასამართლოში

ნეტგაზეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

ნეტგაზეთი