მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 1 აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება - Netgazeti
1 აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება - Netgazeti

1 აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება - Netgazeti

ნეტგაზეთი30 მარტი, 2026, 09:41|netgazeti.ge

1 აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება.

დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს, 30 მარტს, დაადგინა.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათთვის დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს.

ელექტროენერგიის გაძვირება სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, 17 დეკემბერში დააანონსა.

ნარმანიამ 2025 წლის დეკემბერში ეს გარემოება იმით ახსნა, რომ მისი თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში ენერგო-პრო ჯორჯია 1,5 მლრდ ლარის ინვესტირებას აპირებს, ხოლო თელასი – 400 მილიონი ლარის. ენერგო-პრო რეგიონებზეა პასუხისმგებელი, ხოლო თელასი – თბილისზე. ნარმანიას თანახმად, ეს ფული დაიხარჯება გადამცემ ხაზებზე, ქვესადგურების, ტრანსფორმატორების მოდერნიზაციაზე და ა.შ.

„ეს საინვესტიციო აქტივობა, ბუნებრივია, გარკვეულ ასახვას პოვებს სამომხმარებლო ტარიფზე”, – თქვა ნარმანიამ.

ნარმანიას ამ განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოახერხებდნენ ტარიფების შენარჩუნებას.

კობახიძის განცხადების შემდეგ სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება ტარიფის დროებით, 3 თვით შენარჩუნების შესახებ და ამიტომ ელექტროენერგია არ გაძვირებულა. 3-თვიანი ვადა დღეს იწურება, ამიტომ სემეკმა დღეს უნდა გადაწყვიტოს, ან ტარიფს გააძვირებს, როგორც ამას ნარმანია აანონსებდა, ან იგივე რეჟიმს გააგრძელებს.

მიუხედავად ამისა, დღეს სემეკმა ელექტროენეგრიის ტარიფები გაზარდა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ვერავინ გამოიყენებს ღმერთს ომის გასამართლებლად“ — რომის პაპი ლეო XIV

„ვერავინ გამოიყენებს ღმერთს ომის გასამართლებლად“ — რომის პაპი ლეო XIV

ნეტგაზეთი

„მრავალფრონტიანი ომისთვის მზად ვართ“ — ისრაელი ჰუსიტების კონფლიქტში ჩართვის შემდეგ

„მრავალფრონტიანი ომისთვის მზად ვართ“ — ისრაელი ჰუსიტების კონფლიქტში ჩართვის შემდეგ

ნეტგაზეთი

იერუსალიმში სააღდგომო ღონისძიებები შეზღუდულ ფორმატში ჩატარდება

იერუსალიმში სააღდგომო ღონისძიებები შეზღუდულ ფორმატში ჩატარდება

ნეტგაზეთი

დამეწყრილი სოფელი კურსები | 29 მარტი

დამეწყრილი სოფელი კურსები | 29 მარტი

ნეტგაზეთი