
"ჩვენი თაობა იღებს პასუხისმგებლობას, გააგრძელოს სახელმწიფოებრიობის გზა" - ახალგაზრდული ორგანიზაციები - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
“ჩვენი თაობა იღებს პასუხისმგებლობას გააგრძელოს ქართული სახელმწიფოებრიობის გზა” – ასე ეხმაურებიან ახალგაზრდული ორგანიზაციები დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 35 წლისთავს. გარდა ამისა, ისინი მადლიერებას გამოხატავენ იმ თაობის მიმართ, რომელმაც 1991 წლის 31 მარტს მხარი დაუჭირეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
ახალგაზრდული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევანი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ 35 წლის წინ გააკეთა, ყველაზე უკეთ დაცული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება “ევროპული ოჯახის” – ევროკავშირის წევრი.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge