მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სახალხო დამცველმა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა - Netgazeti
სახალხო დამცველმა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა - Netgazeti

სახალხო დამცველმა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა - Netgazeti

ნეტგაზეთი23 მარტი, 2026, 08:14|netgazeti.ge

სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ომბუდსმენის ცნობით, ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.

„პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა. იგი, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის ცნობით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული კანონიერების პრინციპის შინაარსი, ასევე, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები; ხაზგასმულია თანააღმსრულებლობისას ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) არსებობის აუცილებლობა, პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივ განხორციელებასა (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ქმედებაში თითოეული წევრის როლისა და ფუნქციის დადგენაზე.

„აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ჯეროვანი მსჯელობა და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე“, — აცხადებს ომბუდსმენი.

პაატა მანჯგალაძეს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალი აქვს წარდგენილი და წინასწარ პატიმრობაშია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? – სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება

ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? – სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება

ნეტგაზეთი

ადვოკატების ცნობით, სინდისის პატიმრები ტარაკნებიან კარცერში გადაიყვანეს

ადვოკატების ცნობით, სინდისის პატიმრები ტარაკნებიან კარცერში გადაიყვანეს

ნეტგაზეთი

მსახიობების თქმით, სერიალიდან აზარტულ თამაშებზე აზრის დაფიქსირების გამო მოხსნეს

მსახიობების თქმით, სერიალიდან აზარტულ თამაშებზე აზრის დაფიქსირების გამო მოხსნეს

ნეტგაზეთი

დეზინფორმაციაზე ბრიტანული პარლამენტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

დეზინფორმაციაზე ბრიტანული პარლამენტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

ნეტგაზეთი