მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
დედის და ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - Netgazeti

დედის და ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს.

შსს-ს თანახმად, ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა თბილისში მოხდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია