მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
2028-29 სასწავლო წელს სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება - Netgazeti

2028-29 სასწავლო წელს სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ.

ცვლილება, ასევე, შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი.

„შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება“, — აცხადებს განათლების სამინისტრო.

განათლების რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი.

მინისტრის მოადგილეს არ აქვს პასუხი, რა ელის აბიტურიენტთა გაორმაგებულ ნაკადს
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია