
500-ლარიანი ქრთამის აღებისთვის გარდაბნის მერიის თანამშრომელს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება - საგამოძიებო - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა გარდაბნის მერიის თანამშრომელი, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან.
საუბარია მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროს სპეციალისტზე. უწყების ცნობით, იგი იმ მომენტში დააკავეს, როცა ქრთამის სახით მოთხოვნილ თანხას იღებდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge