
„ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა გახარიას პარტიის კანონპროექტს აქციების მონაწილეებისთვის ჯარიმების ერთჯერადად გაუქმებაზე - Netgazeti
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ კანონპროექტს, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის ჯარიმების ერთჯერადად გაუქმებას ითვალისწინებს.
გახარიას პარტიის კანონპროექტის თანახმად, ჯარიმისგან ერთჯერადად უნდა გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც 2026 წლის 1 მარტამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაჯარიმდნენ. ეს მუხლი შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევას შეეხება და სწორედ მის საფუძველზე ჯარიმდებიან საპროტესტო აქციების მონაწილეები.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, პირს უკან დაუბრუნდეს.
გახარიას პარტიის განცხადებით, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამოქალაქო კონსოლიდაციას. საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის ჯარიმების გაუქმება განმუხტავს საზოგადოებაში არსებულ უსამართლობის განცდას.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge