მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ჩვენ გვეყოლება მეფე, რომელიც დიდ საქმეებს მოიმოქმედებს საქართველოსთვის - მიტროპოლიტი იობი - Netgazeti
ჩვენ გვეყოლება მეფე, რომელიც დიდ საქმეებს მოიმოქმედებს საქართველოსთვის - მიტროპოლიტი იობი - Netgazeti

ჩვენ გვეყოლება მეფე, რომელიც დიდ საქმეებს მოიმოქმედებს საქართველოსთვის - მიტროპოლიტი იობი - Netgazeti

ნეტგაზეთი10 აპრილი, 2026, 09:39|netgazeti.ge

9 აპრილს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის(აქიაშვილი) ქადაგებას დავით და გიორგი ბაგრატიონები დაესწრნენ.

როგორც მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს, რომელიც ქართველი ერის ერთიანობის სიმბოლო იქნება. მიტროპოლიტის თქმით, არსებობს წინასწარმეტყველება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება დიდი იმპერია, რომელსაც მომავალი პატრიარქი და მეფე შექმნიან.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებული არის რუისისთვის, რამეთუ დღეს ჩვენთან მობრძანდა უფლისწული გიორგი, მისი მამა დავითი. ეს სოფელი არის ცნობილი, დავით აღმაშენებელთან არის დაკავშირებული – თქვენ იცით, დავით აღმაშენებელი ამ სოფელში გაიზარდა, მამაცაშვილებმა გაზარდეს, მამაცაშვილებმა და ეს არის ის ტაძარი, სადაც მეფეც იკურთხა – ალექსანდრე მეფე, გიორგი მეორე იკურთხა ამ ტაძარში. ვიცით, რომ ალექსანდრე მეფე ამ ტაძარშია დაკრძალული. ისე რომ, შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი და მადლობა უფალს. მე სულ ვამბობ, რომ ვისაც დედაღვთისმშობელი უყვარს, მას უყვარს ბაგრატიონები იმიტომ, რომ ისინი არიან ნათესავები. ქართველი ადამიანი არ არსებობს, რომ ღვთისმშობლის ხატი არ ჰქონდეს ოჯახში, არ არსებობს ქართველ ადამიანს რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ უყვარდეს.

ისე რომ, ჩვენი მომავალი არის ნათელი. ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, რომელიც სულიწმინდით განიგრძნობა და ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. თქვენ არ გეგონოთ, აი, ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ სამეფო დინასტია ბაგრატიონთა. ჩვენ ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. იმიტომ, რომ მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი, იქნება ერთიანობის სიმბოლო ქართველი ერის. მაშინ, როცა ჩვენ გვეყოლება ეს და მოხდება ეს მოვლენა და ჩვენ მოვესწრებით ამას, ნამდვილად ჩვენი ერი გაიხარებს. ნამდვილად ჩვენს ერზე და ეკლესიაზე დიდი მადლი წამოვა, დიდი საღვთო მადლი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოაფხიზლებს ქართველ ერს და როგორც მე ხშირად ვამბობ ხოლმე, ლაზარე როგორც აღადგინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ასევე აღადგენს საქართველოს. ასევე მოხდება საქართველოს სულიერი გაბრწყინება.

არის წინასწარმეტყველება კირილე ლავრიოტისა, ლავრის მონასტრის წევრი იყო ეს კირილე და “აღმოსავლეთშიო, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება დიდი იმპერიაო” სულიერი თვალსაზრისით და “ამ იმპერიას შექმნის მომავალი კურთხეული პატრიარქი და მომავალი კურთხეული მეფეო”.

მადლობა უფალს, რომ გვყავს უკვე სახეზე უფლისწული და ღვთის ჩარევით და სულიწმიდის მადლით ჩვენც, ალბათ, ვიხილავთ სულ მალე მომავალ პატრიარქს. ღმერთმა ინებოს, რომ მათი ერთობლივი ღვაწლით საქართველო გამოვიდეს ამ ჭაობიდან, ამ რთული მდგომარეობიდან და საქართველო გახდეს ღვთივკურთხეული ერი, ღვთისაგან დალოცვილი და ღვთისაგან კურთხეული.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს მომავალი მეფე და მომავალი პატრიარქი. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებული ხართ თითოეულმა თქვენგანმა ილოცოს და როგორც იქნება ღვთის ნება, როგორც ღვთისთვის სასურველი და სასიკეთო იქნება, დაე ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ჩვენ ვიღაცისთვის არ უნდა ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად, რომ ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და ვინც საქართველოს სულიერად გააბრწყინებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ორბანმა პუტინთან საუბარში გამოთქვა მზაობა, იყოს თაგვი ცნობილი იგავიდან – Bloomberg

ორბანმა პუტინთან საუბარში გამოთქვა მზაობა, იყოს თაგვი ცნობილი იგავიდან – Bloomberg

ნეტგაზეთი

„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა

„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა

ნეტგაზეთი

პოლონეთში 5 თვის ჩვილის დაღუპვის გამო ქართველი დედა დააკავეს, მამას ეძებენ

პოლონეთში 5 თვის ჩვილის დაღუპვის გამო ქართველი დედა დააკავეს, მამას ეძებენ

ნეტგაზეთი

სადიგოვის ცოლი აზერბაიჯანის პროკურატურიდან საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილ წერილს აქვეყნებს

სადიგოვის ცოლი აზერბაიჯანის პროკურატურიდან საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილ წერილს აქვეყნებს

ნეტგაზეთი