ორიგინალი
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
ნიუპოსტი·15:24

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო

26 ნოემბერი, 2026 · 15:24

სელფი მობაილის აპლიკაცია MyCellfie, პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის, Globee Awards for Technology-ის ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა კატეგორიაში 2026 წლის საუკეთესო მობილური აპლიკაცია / პლატფორმა (Best Enterprise-Grade Mobile Application or Platform).

Globee Awards for Technology მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიაში ტექნოლოგიურ მიღწევებს, პროდუქტებსა და ციფრულ გადაწყვეტილებებს აფასებს.

MyCellfie ერთიანი ციფრული სივრცეა მომხმარებლებისთვის, რომელიც აერთიანებს მობილური მომსახურებების მართვასა და ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან შესაძლებლობებს.

MyCellfie მუდმივად ვითარდება, რათა მომხმარებელმა მობილური მომსახურებები უფრო მარტივად მიიღოს. ბოლო განახლებებით: გამარტივდა აპლიკაციაში შესვლა, საკუთარი და სხვა ნომრის ბალანსის შევსება, პაკეტების შეძენა და როუმინგით სარგებლობა. განახლებული ნავიგაცია და მთავარი გვერდი მომხმარებელს დარჩენილი ინტერნეტის, წუთებისა და სხვა რესურსების სწრაფად ნახვაში ეხმარება, გადახდამდე კი უფრო მკაფიოდ აჩვენებს გადასახდელი თანხის განაწილებას. Სულ ახლახანს, აპლიკაციას დაემატა საბანკო ანგარიშიდან გადახდის შესაძლებლობაც.

„MyCellfie-ს განვითარების მთავარი მამოძრავებელი, მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილებაა - რამდენად მარტივად პოულობს საჭირო მომსახურებას, ასრულებს სასურველ მოქმედებას და იღებს მისთვის ღირებულ შეთავაზებას. Ამიტომაც, ახალი ფუნქციების დამატებასთან ერთად, მუდმივად ვამარტივებთ არსებულ პროცესებსაც. გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის ეს მუშაობა ასეთ მაღალ საერთაშორისო დონეზე აღინიშნა. Ჩვენთვის ეს დამატებით მოტივაციის საფუძველია“, - აცხადებს ია კუპატაძე, სელფი მობაილის ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი.

Globee-ს ჯილდო MyCellfie-სთვის წელს მესამე საერთაშორისო აღიარებაა - 2026 წელს აპლიკაცია Best Mobile App Awards-ის გამარჯვებული გახდა, საუკეთესო აპლიკაციის კატეგორიაში და, ასევე, მოიპოვა Global Recognition Award-ი, მომხმარებლის საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·16:59

სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო

სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო
ნიუპოსტი·15:58

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილმა მიწის მასამ ოთხი საცხოვრებელი სახლი დაანგრია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილმა მიწის მასამ ოთხი საცხოვრებელი სახლი დაანგრია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
ნიუპოსტი·14:51

„რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, მეზობლებად დავრჩებით... შეხვედრები შეიძლება მოსკოვსა და თბილისშიც შედგეს“ - ირაკლი კობახიძე

„რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, მეზობლებად დავრჩებით... შეხვედრები შეიძლება მოსკოვსა და თბილისშიც შედგეს“ - ირაკლი კობახიძე
ნიუპოსტი·14:20

12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ირაკლი ფირცხალავამ ციხე დატოვა

12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ირაკლი ფირცხალავამ ციხე დატოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.