ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილმა მიწის მასამ ოთხი საცხოვრებელი სახლი დაანგრია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ ოთხი საცხოვრებელი სახლი დაანგრია — ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
„ინფო იმერეთის“ ცნობით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დანგრეული ოთხი სახლიდან სამი დაკეტილი იყო, ხოლო ერთადერთი მცხოვრები ქალი მიწის მასის ჩამოშლის დროს ექიმთან იმყოფებოდა, რამაც ტრაგედია თავიდან ააცილა.
ამ დროისთვის, დანგრეული სახლების მიმდებარედ არსებული სხვა საცხოვრებლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. გამოცემა ადგილობრივების მიერ მიწოდებულ შესაბამის ვიდეომასალასაც ავრცელებს.
