ორიგინალი
„რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, მეზობლებად დავრჩებით... შეხვედრები შეიძლება მოსკოვსა და თბილისშიც შედგეს“ - ირაკლი კობახიძე
ნიუპოსტი·14:51

„რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, მეზობლებად დავრჩებით... შეხვედრები შეიძლება მოსკოვსა და თბილისშიც შედგეს“ - ირაკლი კობახიძე

26 ნოემბერი, 2026 · 14:51

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მისი სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგებსა და ორმხრივი დიალოგის პერსპექტივებს გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს და არ გამორიცხა, მომავალში შეხვედრები მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისშიც გაიმართოს. კობახიძემ ასევე შეაფასა ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებული სანქციები, რომელსაც „სრული აბსურდი“ უწოდა და აღნიშნა, რომ უარგუმენტო გადაწყვეტილებების მიღებაში „დიფ სთეითის“ ხელწერა იკვეთება.

ცნობისთვის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ რუსეთში ქართული ღვინის 7 კომპანიისთვის სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, თუმცა, მისივე თქმით, ამის ნაცვლად შეხვედრაზე მიხაილ გალუზინმა უთხრა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ.

„დიალოგი უნდა გაგრძელდეს. დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო — რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად და ბუნებრივია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მაინც მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ და ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი“, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობისა და ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ბატონმა სპეციალურმა წარმომადგენელმა [გიორგი ზურაბაშვილმა] გამოყო სამი კატეგორიის საკითხი: ერთი, გავშალე, ეს იყო ღვინოსთან დაკავშირებული საკითხები, ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რაც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას. ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი და ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები. ამაზეც გააკეთა განმარტებები ბატონმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, მაგალითად, მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ.“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ დროს პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა რეპლიკით მიმართა და ჰკითხა: „ეს არის პოზიტიური შედეგი?“, რასაც კობახიძემ ასე უპასუხა: „დამაცადეთ, ერთი წამი. დადექი აქ მაშინ და ილაპარაკე, რა უბედურებაა? კულტურა დაიცავი, ვლაპარაკობ და მერე დასვი კითხვები, რა არის ეს, უზრდელობა“.

მოლაპარაკებების ფორმატსა და ადგილმდებარეობაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განმარტა:

„ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში.

აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.

ფორმატი არ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად, იგივე აღიარების კუთხით, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის. მთავარი არის, რომ არც ერთმა, თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს... მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა“.

პრემიერ-მინისტრი ქართული ღვინის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების საკითხსაც გამოეხმაურა:

„მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭვირვალობა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ სწორედ ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებებს. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში.

რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე ამ შეფასებას, ბუნებრივია, ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს საკითხი უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. ახსენა ბატონმა სპეცწარმომადგენელმა სამი საკითხი, რომელიც გალუზინმა დააყენა: ეს იყო ღვინის ხარისხი და ხარისხთან ერთად, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. მოგეხსენებათ, რომ შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი. აბსურდია ის, რომ ხარისხს არ აკმაყოფილებენ, უკრაინის სასარგებლოდ რაიმე ომის დაფინანსებაში არიან ჩართულები, ამ კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ აგიტაციაშიც არავის უნახავს. შესაბამისად, სრულიად აბსურდულია ის საბაბი, რომლითაც შვიდი კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში.

ჩვენი მოლოდინი იყო ძალიან მარტივად ამ მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება ორი კომპანია დაემატოს ამ სიას, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება და ბუნებრივია, ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია.

რაც შეეხება ზოგადად შეფასებას და დამოკიდებულებას, ჩვენ მიჩვეული ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული — ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რაღაც ხდებოდეს. კიდევ ერთი რამ, რაც მათ ახასიათებთ, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. ამას მიჩვეულები ვართ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. ამ შემთხვევაში ვხედავთ იმავე ტენდენციას. „დიფ სთეითს“ აქვს დიდი გავლენები. ხელწერა არის იგივე — საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია. ყოველგვარი არგუმენტების, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. „რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, მეზობლებად დავრჩებით... შეხვედრები შეიძლება მოსკოვსა და თბილისშიც შედგეს“ - ირაკლი კობახიძე

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ფორმულა·19:14
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • სივილ ჯორჯია·19:07
    კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია
  • კომერსანტი·18:00
    ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა - ირაკლი კობახიძე
  • ალია·16:34
    “აღარ იქოქება. პირიმზეშია წასაღები შესაკეთებლად” – გვარამია კობახიძეზე
კობახიძეხალხის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·16:59

სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო

სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო
ნიუპოსტი·15:58

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილმა მიწის მასამ ოთხი საცხოვრებელი სახლი დაანგრია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილმა მიწის მასამ ოთხი საცხოვრებელი სახლი დაანგრია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
ნიუპოსტი·15:24

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
ნიუპოსტი·14:20

12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ირაკლი ფირცხალავამ ციხე დატოვა

12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ირაკლი ფირცხალავამ ციხე დატოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.