ორიგინალი
"ტელევიზიებიდან და სოციალური ქსელებიდან ვიღაცას ადიდებენ და ხალხი პირდაპირ იჯერებს — განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მიტროპოლიტი იობი
ნიუპოსტი·20:53

"ტელევიზიებიდან და სოციალური ქსელებიდან ვიღაცას ადიდებენ და ხალხი პირდაპირ იჯერებს — განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მიტროპოლიტი იობი

29 ნოემბერი, 2026 · 20:53

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წიფლოვანას წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის ტაძარში ქადაგებისას თანამედროვე საზოგადოებაში განსჯის უნარის დეფიციტსა და მედიისა თუ სოციალური ქსელების გავლენაზე ისაუბრა. მღვდელმთავარმა ყურადღება გაამახვილა ამპარტავნების ცოდვაზე, რომელიც, მისი თქმით, როგორც ერისკაცებში, ისე სასულიერო პირებში გვხვდება, და მრევლს ბოლო ჟამის მოვლენების წინაშე სულიერი სიფხიზლისა და თავმდაბლობისკენ მოუწოდა.

„იცით, დღეს რომელ ეპოქაში ვიმყოფებით? როგორც ანტონი დიდმა იხილა, ბოლო ჟამის ადამიანებს გონება აეხდებათ. გონებაახდილი საზოგადოებაა ჩვენ გარშემო, გარჩევის უნარი რომ არ აქვს და მასმედიითა და სოციალური ქსელებით რასაც სთავაზობენ, იმას განუსჯელად იღებს. პირდაპირ იღებენ — ვიღაც რომ ვიღაცას აქებს, ჰგონიათ, რომ ის მართლაც ასეთია. თვითონ აღარ აქვთ განსჯის უნარი და პირდაპირ იღებენ შემოთავაზებულ ქება-დიდებას ვიღაცის მიმართ. არადა, დაფიქრება გვმართებს, ვინ ვინ არის — პირდაპირ აწერია, სულიერი კითხვა უნდა იცოდე. ადამიანის სახეს რომ შეხედავ, უნდა წაიკითხო, ის ვინ არის — ამაში მდგომარეობს სულიერება. სულიერი ადამიანი ასეთია: სახეზე ყველას აწერია, ვინ ვინ არის, რა ცოდვის მატარებელია, რა წარსული აქვს, რა სარწმუნოება აქვს. აი, ამ სულიერ კითხვას ვინც ისწავლის თავისი ღვაწლით, თავისი შრომით, თავისი რწმენით, ის არის ნამდვილი სულიერი ადამიანი და არა ის, ვისაც სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიებიდან და მასმედიის საშუალებით ვიღაცას შესთავაზებენ, ადიდებენ და დაიჯერებს.

ასე არ არის — განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს და აი, მაშინ მოგვეცემა სულიერება. სულიერი ვინ არის? ვისზეც სულიწმიდის მადლი მკვიდრობს. და ვისში მკვიდრობს სულიწმიდის მადლი? თავმდაბალ ადამიანში. ამპარტავანი ადამიანი რასაც გეტყვის, ის არ არის ჭეშმარიტება, ის ეშმაკისგან არის, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ცოდვა ამპარტავნებაა. სულიერი არის თავმდაბალი, უბრალო ადამიანი. ჩვენ ძალიან ხშირად გვეშლება — ქება-დიდებას ვიღაცას ასხამენ, მაგრამ ვისგან მოდის ეს ქება-დიდება, ეს უნდა გავიკითხოთ. ვინ არის ის პიროვნება, ვინც სხვას აქებს? არის ის სულიერი, თავმდაბალი, უბრალო ადამიანი? ამიტომ ძალიან ბევრს გვეშლება, სასულიერო პირებსაც, მათ შორის, იმიტომ, რომ ამპარტავნება ყველგანაა — რიგით ადამიანშიც და სასულიერო პირშიც.

ასე რომ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს და ძალიან დიდი წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ მოვლენებისა და ადამიანების შეფასებაში. ყველაზე კარგად უფალი აფასებს ადამიანს — უფალი გულთამხილველია. მერე სულიერი ადამიანი აფასებს, ვისშიც სულიწმიდა მკვიდრობს. ვისშიც არ მკვიდრობს, იმის შეფასებას აზრი არ აქვს; იმაზე შეიძლება ვთქვათ, რომ „კოკასა სულიწმიდა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. რაც არის იმ ადამიანში, იმას გამოხატავს და თუ ჩვენ მას დავუჯერებთ, ჩათვალეთ, რომ შენც მისნაირი ადამიანი ხარ. ამიტომ სწორი შეფასება უნდა გვქონდეს ადამიანების, მოვლენების და ამას აკეთებს სულიწმიდა. სულიწმიდის გარეშე ჩვენ არასწორ შეფასებას ვაკეთებთ.

ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს: ბოლო ჟამს ანტიქრისტე გამოჩნდება და კაცობრიობის უმრავლესობა მიიღებს ანტიქრისტეს, როგორც მესიას, მხსნელს, იმიტომ, რომ უმრავლესობაში არ იქნება სულიწმიდის მადლი. მაგრამ ვისშიც სულიწმიდის მადლი, თავმდაბლობა და უბრალოება იქნება, ის დაინახავს, რომ ანტიქრისტე ანტიქრისტეა. ამიტომ ძალიან ფრთხილნი უნდა ვიყოთ, არ უნდა ავყვეთ რაღაც მოვლენებს, გავლენა არ უნდა მოახდინოს სხვამ, არამედ მგრძნობიარენი უნდა ვიყოთ სულიწმინდის მიმართ — ის რას გვიკარნახებს და გვეტყვის.

ძალიან რთულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და შევეცადოთ, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგვცეს. „მდაბალთა მიეცემის მადლი, ამპარტავანი სძაგს უფალსა“ — ეს ყოველთვის გვახსოვდეს და ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენა რომ არ შევიქმნათ, გავიხსენოთ უფლის სიტყვები: „თჳინიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც“. ეს სიტყვები ყოველთვის გვახსოვდეს, როდესაც ვიტყვით, რომ ესა და ეს ვართ, ამას და ამას ვაკეთებთ. ვისგან აკეთებ? ღვთისგან თუ არ არის, შენ ვერ აკეთებ ვერაფერს. ამიტომ ყოველი პატივი და დიდება უნდა მივაგოთ უფალს, როგორც იოანე ოქროპირმა ბრძანა: „პატივი და დიდება უფალს ყველაფრისთვის“. ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს და ჩვენ ბოროტი ვერ დაგვამარცხებს“, — განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. "ტელევიზიებიდან და სოციალური ქსელებიდან ვიღაცას ადიდებენ და ხალხი პირდაპირ იჯერებს — განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს" - მიტროპოლიტი იობი

თემა: ხალხს

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 116 სტატია.

  • ფორმულა·21:48
    გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ძვირფასი" რუსი ხალხის მომაკვდინებელი სიყვარული
  • პოსტივი·18:34
    დავით ჩიხელიძე: “ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა”
  • იმედი·17:22
    ნიკა გვარამია: სულელური - „პარტიებო, თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი“ და ბოღმისა თუ იდიოტიზმის მსგავსი გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი
  • ინტერპრესნიუსი·15:26
    ელენე ხოშტარია - გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ
ხალხს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·18:27

"მიშა არ უდრის ბიძინას, ეს შინაარსი ჩემთვის მიუღებელი და ფაქტობრივად არასწორია" - გიგა ლემონჯავა

"მიშა არ უდრის ბიძინას, ეს შინაარსი ჩემთვის მიუღებელი და ფაქტობრივად არასწორია" - გიგა ლემონჯავა
ნიუპოსტი·18:10

„და მაინც - არის თუ არა მიშა ახირებული ავტოკრატი? რუსიაო არავის დაუწერია ... პოლიტიკური დისკუსია ჯობია, ცილისმწამებლურ ჭორაობას“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„და მაინც - არის თუ არა მიშა ახირებული ავტოკრატი? რუსიაო არავის დაუწერია ... პოლიტიკური დისკუსია ჯობია, ცილისმწამებლურ ჭორაობას“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
ნიუპოსტი·17:56

"საქმის გარჩევა ჩაკუზული და ზეაღმართული, საერთო მიზანს სცდება... ყველაფერს თავისი დრო აქვს... სხვა შემთხვევაში, ნარჩენებიც არ დარჩება არავისგან...!" - ეკა შინდაგორიძე

"საქმის გარჩევა ჩაკუზული და ზეაღმართული, საერთო მიზანს სცდება... ყველაფერს თავისი დრო აქვს... სხვა შემთხვევაში, ნარჩენებიც არ დარჩება არავისგან...!" - ეკა შინდაგორიძე
ნიუპოსტი·17:21

“რატომაა მიშას პლაკატები? ხვალ რომ ბოკერია დააპატიმრონ… უზნეობა იქნება, ვინმემ გადახაზოს… დღეს კი, ეს, ვითომ პარტია, მიშას ფოტოს ათავსებს რუსი ბიძინას გვერდით და გადახაზული აქვს” – ვახო სანაია

“რატომაა მიშას პლაკატები? ხვალ რომ ბოკერია დააპატიმრონ… უზნეობა იქნება, ვინმემ გადახაზოს… დღეს კი, ეს, ვითომ პარტია, მიშას ფოტოს ათავსებს რუსი ბიძინას გვერდით და გადახაზული აქვს” – ვახო სანაია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.