ორიგინალი
გიორგი კალანდარიშვილი - 2024 წლიდან დღემდე ისმის ბრალდებები არჩევნებში შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერ ვნახეთ ვერცერთი მტკიცებულება - რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, ეს მეტად ეფექტიანს გახდის კენჭისყრას
პალიტრა ნიუსი·16:36

გიორგი კალანდარიშვილი - 2024 წლიდან დღემდე ისმის ბრალდებები არჩევნებში შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერ ვნახეთ ვერცერთი მტკიცებულება - რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, ეს მეტად ეფექტიანს გახდის კენჭისყრას

26 ნოემბერი, 2026 · 16:36

2024 წლიდან დღევანდელ დღემდე ისმის გარკვეული ბრალდებები არჩევნებში შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე ორ წელზე მეტი გავიდა და ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი ხელშესახები ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ არჩევნებში მანიპულაციის არსებობას - მე არ ვსაუბრობ იმას, რომ პროცესში ხარვეზები არ ყოფილა, გარკვეული ხარვეზები იქნება, იყო, არის და მომავალშიც ცხადია იქნება - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის დღის ცერემონიალზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნების ადმინისტრირების ხარისხს დადებითად აფასებს, თუმცა, მისი თქმით, დოკუმენტი გამოყენებულ იქნა ინტერპრეტაციებისა და მანიპულაციებისთვის, „თითქოს არჩევნების ლეგიტიმაციასა და ჩატარების ხარისხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა, რაც დოკუმენტში არ წერია“.

„2024 წლიდან დღევანდელ დღემდე ისმის გარკვეული ბრალდებები არჩევნებში შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე ორ წელზე მეტი გავიდა და ჩვენ ვერცერთი ხელშესახები ფაქტი ან მტკიცებულება ვერ ვნახეთ, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ არჩევნებში მანიპულაციის არსებობას. მათ შორის, ასევე ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც არჩევნების ადმინისტრირების ხარისხს დადებითად აფასებს, შესაბამისი ინტერპრეტაციებისა და მანიპულაციებისთვის იქნა გამოყენებული, თითქოს არჩევნების ლეგიტიმაციასთან და არჩევნების ჩატარების ხარისხთან მიმართებაში კითხვის ნიშნები იყო, რაც საბედნიეროდ ამ დოკუმენტში არ წერია. ეს ბუნებრივია ასევე გვაძლევს ჩვენ იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი მომდინარეობს მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომლის მიზანიც არის ის, რომ გადაიფაროს პროგრესი, შედეგები, არჩევნების ჩატარების ხარისხი, ტექნოლოგიების ინტერვენცია და ის მრავალი კომპონენტი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში გამოყენებული იყო, რაზეც ცალსახად მიუთითებს ასევე შემდგომი არჩევნების ჩატარების ხარისხი, ვგულისხმობ 2025 წლის არჩევნებს, შემდგომ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს, როდესაც ფაქტობრივად არანაირი წუხილები არ არსებობდა არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული არჩევნების არშემდგარად გამოცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც არ არის პოლიტიკური მიზანი და პოლიტიკური დღის წესრიგი, იმთავითვე ნათელია, რომ პროცესის ადმინისტრირება გამჭვირვალედ და კანონის ზედმიწევნით დაცვით ხორციელდება. რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ იმას, რომ პროცესში ხარვეზები არ ყოფილა, როდესაც ათიათასობით ადამიანი ახდენს პროცესის ადმინისტრირებას და ასეთი მაღალი ადამიანური ფაქტორი არის პროცესში, ბუნებრივია, რომ იქ გარკვეული ხარვეზები იქნება, იყო, არის და მომავალშიც ცხადია იქნება მანამ, სანამ რაღაც კომპონენტი სრულად ტექნოლოგიური საშუალებებით გადაზღვეული არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ და ეუთო/ოდირის დასკვნაც ამაზე აკეთებს გარკვეულწილად მინიშნებას, რომ არ ყოფილა ისეთი დარღვევა, რომელსაც პოლიტიკურ პროცესზე ან პოლიტიკურ შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლო",- განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო ცვლილებების განხილვას, კალანდარიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული არ არის, თუმცა ცესკო საკომიტეტო მოსმენებში ჩართულია და კანონმდებლებს გარკვეული ტექნიკური მოსაზრებები მიაწოდა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ცვლილებების განხილვა, რომელიც არჩევნებში საარჩევნო პროცესის მოწესრიგებისა და შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით რიგ საკითხებს უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული, ჩვენ საკომიტეტო მოსმენებში, რა თქმა უნდა, ჩართულები ვართ და გარკვეული ტექნიკური მოსაზრებები იყო, რომლის თაობაზეც ჩვენ მათ ინფორმაცია მივაწოდეთ. თუმცა საერთო ჯამში თუ შევაფასებთ ცვლილებებს, მისი შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს ინიცირება ადმინისტრირების შემდგომ ეფექტიანობაზეა ორიენტირებული. აქ არ არის ისეთი არსებითი ცვლილება, რომელმაც შეიძლება პროცესი გააუარესოს, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ პროცესის ეფექტიანობის თვალსაზრისით, პროცესუალური და ტექნიკური თვალსაზრისით, ის რაც ჩვენი შეფასების საგანს მიეკუთვნება, ჩემი აზრით, არათუ ხელს შეუშლის, არამედ პირიქით, უფრო მეტად ეფექტიანს გახდის კენჭისყრის მიმდინარეობას, ისევე როგორც სხვა იმ საკითხებს, რომელიც ხვდება ამ ცვლილებების დაფარვის ქვეშ", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: palitranews.ge
  1. მთავარი
  2. პალიტრა ნიუსი
  3. გიორგი კალანდარიშვილი - 2024 წლიდან დღემდე ისმის ბრალდებები არჩევნებში შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერ ვნახეთ ვერცერთი მტკიცებულება - რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, ეს მეტად ეფექტიანს გახდის კენჭისყრას

თემა: გახდა

ამ თემას 15 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • იმედი·18:29
    სოსო მანჯავიძე: USAID-ი დემოკრატების საყვარელი ინსტრუმენტი იყო მათი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე. USAID-ის მოღვაწეობა გარკვეული შიდა პოლიტიკური გარჩევების საქმე გახდა, თუმცა ეს პროექტები, დამუშავებული სქემები ისევ ცოცხალია და უნდა ველოდოთ გააქტიურებას
  • აჭარის ტელევიზია·18:28
    ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი და სტრატეგიულად ავტონომიური უნდა გახდეს
  • კომერსანტი·12:29
    „ჩელსის“ ყოფილი თანამფლობელი ტოდ ბოელი „ლუკოილის“ უცხოური აქტივების მფლობელი გახდა
  • ამბები.ge·11:44
    ქართული ქელეხი იტალიაში კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებით დასრულდა: სუფრას "ლავასოღლიც" ესწრებოდა - რა გახდა გარჩევის სავარაუდო მიზეზი?
გახდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პალიტრა ნიუსი·18:48

საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია

საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
პალიტრა ნიუსი·18:46

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა, რომლითაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა, რომლითაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ
პალიტრა ნიუსი·17:35

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა
პალიტრა ნიუსი·17:17

გოგებაშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ლაშა გეგეშიძე - იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით, არავის დავსხმივართ თავს, მოხდა შელაპარაკება და რაღაც ძიძგილაობა იყო - უბედური შემთხვევაა

გოგებაშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ლაშა გეგეშიძე - იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით, არავის დავსხმივართ თავს, მოხდა შელაპარაკება და რაღაც ძიძგილაობა იყო - უბედური შემთხვევაა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.