პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა - თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპისთვის ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების გვერდით ვდგავარ - სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ
თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპისთვის ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების გვერდით ვდგავარ, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.
კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით, დღეს „სიმამაცის, სიმტკიცისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ურყევი ბრძოლის ორი წელი“ გავიდა.
„ჩვენ ყველა პოლიტპატიმარი გვახსოვს და სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ. საქართველო ევროპაა!“, - წერს ბრეიზა X-ზე.
