ორიგინალი
არჩილ გორდულაძე: “ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება, რომ მათ, თურმე, არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ისე “უპრაგონოდ” შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში”
პოსტივი·15:09

არჩილ გორდულაძე: “ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება, რომ მათ, თურმე, არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ისე “უპრაგონოდ” შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში”

25 ნოემბერი, 2026 · 15:09

“სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ არა მარტო სასამართლო ხელისუფლება, არამედ ყველა კონსტიტუციური ორგანო იყო “ნაცმოძრაობის” ეფექტური კონტროლის ქვეშ”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

“მათ ავტორიტარული რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული და სრულად მართავდნენ ყველას და ყველაფერს. ამიტომაც არის ის განცხადება ნიშანდობლივი, რაც დღეს გააკეთა ქალბატონმა ანა წითლიძემ – რომ მათ, თურმე, არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ასე “უპრაგონოდ” შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში. როცა სასამართლო სხდომა არ მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლო “ნაცმოძრაობის” ბრიფინგების გასამართი ადგილი ნამდვილად არ არის; მიუხედავად ამისა, რა დღეში ჰყავდათ მათ სასამართლო ჩაგდებული 2004-2012 წლებში.

მან ისაუბრა სხვადასხვა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. დღესაც უტიფრად ამტკიცებდა, რომ თურმე, სერგო თეთრაძე არ უწამებიათ, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ დამოკიდებულებას დანაშაულების, ადამიანების წამების მიმართ. ზუსტად იგივე არის შავაძის საქმესთან დაკავშირებით.

მან ახსენა ორი კონკრეტული გვარი – კონცელიძე და როინიშვილი და გუშინ ისინი ამტკიცებდნენ, რომ, თითქოს, ჩვენება არ ჰქონდათ საგამოძიებო სამსახურებისთვის მიცემული, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და ამ ტყუილში გუშინვე ვამხილეთ.

დღეს გამოვიდნენ და გააკეთეს უტიფარი განცხადება, მაგრამ, მთავარის თქმა დაავიწყდათ – რომ მათივე მწამებლური რეჟიმის, სისტემის წარმომადგენლებსაც, ჯალათებსაც კი კონცელიძისა და როინიშვილის ჩვენებები სადავოდ და სასამართლოს წინაშე არ გაუხდიათ და ამ ტყუილების თქმას თავი დაანებონ.

რაც შეეხება სხვა საქმეებს: მაგალითად, ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე. ყინწვისის სპეცოპერაციაში 24 ადამიანი აწამეს, აყურებინეს სხვა ადამიანების წამებები; ამ წამების ქვეშ აიძულეს 24 ადამიანი, რომ აღიარებითი ჩვენებები მიეცათ, რაც გაბათილებულია 24-ვე ადამიანის მიმართ და კანონიერ ძალაშია შესული გამამართლებელი განაჩენებით. გუშინაც შევახსენეთ ქალბატონ ანა წითლიძეს, რომელიც ღიმილით საუბრობდა ადამიანების წამებაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არსებობს, რომ ერთ-ერთს დააძრეს ფრჩხილები, მის ზურგსა და მუცელზე იხტუნავეს, და ეს წამება დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება ლაფანყურის ოპერაციას, აბსოლუტური ტყუილია, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს, და ყველაზე კარგად ჯალათების წარმომადგენლებმა იციან ამის შესახებ.

საკუთრების უფლებების დარღვევაზე ახსენებდნენ ციფრებს, აბსოლუტურ ტყუილს, მაშინ, როდესაც ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობისას, რომ დაზარალებულად არის 498 ადამიანი ცნობილი, აქედან 335-ს უკვე საკუთრებები დაუბრუნდა [ქონება], დანარჩენებთან დაკავშირებით წარმოება მიმდინარეობს. ასობით არის იმ განცხადებების რაოდენობა, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიმართ არის შემოსული პარლამენტში, რომელიც ისევ გაგზავნილია პროკურატურისათვის, შემდგომი რეაგირებისთვის. დაახლოებით 67 მილიონი ლარია, რაც დაზარალებულებს უნდა აუნაზღაურდეთ, იმ ასობით უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთები, ბინები, შვეულმფრენები, 88 ავტომობილი) რომ აღარაფერი ვთქვათ.

ვეტერანებზე ძალადობის საქმე, აფრასიძეების სპეცოპერაციის საქმე – შვეულმფრენებით რომ დაუშინეს მძინარე ბავშვებს, არასრულწლოვნებს ასაფეთქებლები, ამ ყველაფერს “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი დღეს ბრიფინგზე ამართლებდა.

რა გაბათილდა? აღარ არსებობს 2004-2012 წლები, როცა პოლიტიკურ პარტიას შეეძლო, მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ადამიანების მსჯავრდების, ადამიანებისათვის განაჩენის გამოტანის, მათ შორის, ადამიანების წამების მიმართ და, ერთხელ და სამუდამოდ, კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ მათი რეჟიმი ვერანაირად, ვერასდროს დაბრუნდება.

ასევე სიმპტომურია მათი ეს უტიფარი განცხადება, რადგან თვითონ გადაწყვიტეს, რომ ეს გაბათილდა. ეს არის მცდელობა, რომ ისევ და ისევე თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ვითომ მათ ყველაფერი გააკეთეს, და ეს არის მათი მხარდამჭერების გულის მომაგრების მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ 18 დღის განმავლობაში, საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ისინი ვერცერთ კითხვას ვერ პასუხობენ და ყოველ დღე, ფაქტობრივად, თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოსაუბრე ანა წითლიძე, რომელიც ამბობდა, რომ 4 ოქტომბერს ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთადერთი, რასაც ნანობს, არის ის, რომ მათ დაგეგმილი საქმე, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ბოლომდე სისრულეში ვერ მოიყვანეს და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კიდევ იმავეს გააკეთებს. ამასვე ამბობდა ის სხდომის მიმდინარეობისას.

შემდეგ იმის მტკიცება, თუ რამდენად რეალურია მათგან მომავალი საფრთხე, საერთოდ აღარ მოგვემართება ჩვენ. თვითონვე დაადასტურეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დაამყარონ ისეთივე რეჟიმი, როგორიც 2004-2012 წლებში იყო”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. არჩილ გორდულაძე: “ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება, რომ მათ, თურმე, არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ისე “უპრაგონოდ” შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში”

თემა: სასამართლოს

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·20:27
    5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სასამართლო განხილვა 30 ნოემბერს განახლდება - ოპოზიცია პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს
  • კვირის პალიტრა·19:10
    ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?
  • ამბები.ge·18:26
    ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?
  • ინტერპრესნიუსი·17:18
    საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა
სასამართლოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·19:10

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“
პოსტივი·19:07

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
პოსტივი·19:05

საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი

საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი
პოსტივი·19:02

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.