ორიგინალი
TI-ის ანგარიში: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს
პუბლიკა·12:36

TI-ის ანგარიში: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

27 ნოემბერი, 2026 · 12:36

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ მიმდინარე წელს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ჟურნალისტების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების გამოყენების შემთხვევები შეისწავლა. ანგარიშში სამი ძირითადი მიმართულება გამოყო: სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პარლამენტში კრიტიკული კითხვების დასჯა და კომუნიკაციების კომისიის როლი მედიის ცენზურაში. თითოეული კატეგორია 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილ შემთხვევებს აერთიანებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, „ქართული ოცნება“ და მასთან დაახლოებული პირები აგრძელებენ სასამართლო და სამართალდამცველი სისტემის ჟურნალისტების წინააღმდეგ აქტიურად გამოყენებას, რაც მათ წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სარჩელები საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ) სასამართლო დავების დაწყებაში, დაჯარიმებასა და დაპატიმრებაში გამოიხატება.

ანგარიშში განხილულია „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები, მათ შორის დაჯარიმებისა და ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი პატიმრობის შემთხვევები. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რამდენიმე საქმის დახურულმა განხილვამ საზოგადოებას პროცესების მონიტორინგისა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა შეუზღუდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი გაამკაცრა, საკანონმდებლო ორგანო ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ორგანოდ ჩამოყალიბდა, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მიუღებელი კითხვების დასმის გამო აკრედიტაციებს სხვადასხვა დროით, მათ შორის, 1 წლით უჩერებენ.

„პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის დრაკონული წესი, რომელსაც „ოცნების“ წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იყენებენ და ჟურნალისტებს კრიტიკული კითხვების გამო სჯიან, მნიშვნელოვნად ართულებს დამოუკიდებელი მედიის მუშაობას და საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. აქვე ხაზგასასმელია, „ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ დამოუკიდებელ მედიასთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, მეორე მხრივ კი – კომუნიკაციების კომისია მათგან ბალანსის პრინციპის დაცვას მოითხოვს. მხოლოდ მიმდინარე წელს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერეს, ვადაზე ადრე გაუუქმეს ან/და ერთჯერად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს კრიტიკული მედიის სულ მცირე 20-მდე წარმომადგენელს”, – წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს კომუნიკაციების კომისიაზე, როგორც „ქართული ოცნების“ ცენზორზე და ამბობს, რომ 2026 წელი თვალსაჩინო იყო კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ comcom-ის გააქტიურების თვალსაზრისით.

„ანგარიშში განხილული შემთხვევების მიუხედავად, რომელთაც თან სდევს სისტემური სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე, ტროლებისა და ბოტების გამოყენებით მათ წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო კამპანია თუ კიბერთავდასხმები, რომელთა მიზანიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის საბოლოო გაქრობაა, ქართული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია მკაფიოდ აჩვენებს, რომ ის არ აპირებს გაჩუმებას და განაგრძობს თავისი უპირველესი მოვალეობის შესრულებას – საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს მედიის ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ფორმის თავდასხმისა თუ შევიწროების მსხვერპლი აღმოჩნდა და მადლობას უხდის მათ ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში პროფესიული ღირსების შენარჩუნებისა და ერთგულებისთვის”, – წერია ანგარიშში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. TI-ის ანგარიში: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·14:14

აზერბაიჯანელ იურისტსა და ოპოზიციურ აქტივისტ ნამიზად საფაროვს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აზერბაიჯანელ იურისტსა და ოპოზიციურ აქტივისტ ნამიზად საფაროვს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
პუბლიკა·13:42

ევროკავშირის ლიდერები 2028-2034 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები 2028-2034 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ
პუბლიკა·13:38

REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში

REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში
პუბლიკა·11:18

SJC „იგლ ჰილს”-ის პროექტის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებას ეხმაურება

SJC „იგლ ჰილს”-ის პროექტის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებას ეხმაურება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.