ორიგინალი
“პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო!“ - რა პლაკატები ამოუღეს “ბეშიქთაშის“ ქომაგებს და როგორ დაიწყო სინამდვილეში დაპირისპირება: შს მინისტრი დეტალურად განმარტავს
ამბები.ge·17:39

“პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო!“ - რა პლაკატები ამოუღეს “ბეშიქთაშის“ ქომაგებს და როგორ დაიწყო სინამდვილეში დაპირისპირება: შს მინისტრი დეტალურად განმარტავს

27 ნოემბერი, 2026 · 17:39

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენები შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებსაც გუშინ ვითარების განმუხტვაში დიდი როლი მიუძღვით.

მინისტრს თქმით, გუშინ მათ აგვარიდეს ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას.

მან თავის თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რომ ჩანაწერი გაეკეთებინა, ბევრად საინტერესო ნაწილს გაავრცელებდა, სადაც მან თავის კოლეგას თურქი გულშემატკივრების პროვოკაციულ ქმედებებზე მიუთითა.

“ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვთვლი, რომ ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ამ ამოცანას ბიჭებმა და მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ღონისძიებების ფარგლებში გდდ-ს 4-მა თანამშრომელმა მიიღო, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაზიანებას და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ჩანაწერთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. მე ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი და აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდა ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.

თამაზაშვილის თმით, UEFA-ს წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარდა თურქეთის სახელმწიფო დროშის, ისრაელის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ უნდა გამოყენებულიყო. ხოლო თანამშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებისკენ, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, თურქი ქომაგებისგან ამოიღეს პროვოკაციული ბანერები.

„ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდა ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახებ მალევე მატჩამდე, ჯერ კიდევ, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით, მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. მოგვიანებით, სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას და ავუხსენი, მათ შორის ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. დაახლოებით, 14-15 საათზე გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო და არც ერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე, მატჩის, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

მინისტრის თქმით, ყველა ადმინისტრაციულად დაკავებულები თავისუფლები არიან.

“ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად, ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი. შედეგში ვგულისხმობ იმას, რომ იმსჯელებს სასამართლო. შესაძლებელია მათ აეკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული პერიოდით,“ - განაცხადა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს დააკისრებს.

იხილეთ ასევე:

მატჩი, რომელიც თავიდანვე არეულობის რისკის ქვეშ იდგა: აგრესიული თურქი გულშემატკივარი, დაშავებული პოლიციელები, დაკავებულები - რა პრეტენზია აქვს თურქულ მხარეს საქართველოსთან? “გეტყვით განსხვავებას: მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად გააწნა სილა პოლიციას, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები“ - შს მინისტრი

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო!“ - რა პლაკატები ამოუღეს “ბეშიქთაშის“ ქომაგებს და როგორ დაიწყო სინამდვილეში დაპირისპირება: შს მინისტრი დეტალურად განმარტავს

თემა: მინისტრი

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 187 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·16:47
    შს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები
  • კვირის პალიტრა·16:43
    "ეს რომ სტადიონზე მომხდარიყო, პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო" - რას ამბობს შს მინისტრი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე
  • ინტერპრესნიუსი·16:42
    შს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები
  • რადიო თავისუფლება·16:41
    „განსხვავებული მოვლენა“ - შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე
მინისტრიბეშიქთაშის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·18:26

ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" საქართველოს მიმართავს

ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" საქართველოს მიმართავს
ამბები.ge·18:21

“კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე

“კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე
ამბები.ge·17:42

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი
ამბები.ge·17:08

“გეტყვით განსხვავებას: მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად გააწნა სილა პოლიციას, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები“ - შს მინისტრი

“გეტყვით განსხვავებას: მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად გააწნა სილა პოლიციას, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები“ - შს მინისტრი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.