მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა" - ეს ლოზუნგი ჯორჯ ორველისეულ "ორაზროვნების" ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, “ოკეანიის” მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს", - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და მორიგ ვრცელ წერილს ავრცელებს.

ის განიხილავს, რომ ოლდოს ჰაქსლის რომანში - "საოცარი ახალი სამყარო" აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს.

"აღნიშნული პრინციპი აიძულებს ადამიანებს დაიჯერონ ერთი შეხედვით, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ. ბუნებრივია, რომ ამგვარ სამყაროში ასეთი გარემოს შესაქმნელად კონკრეტული მექანიზმებიც არსებობს, რომელიც მუდმივ პროპაგანდასა და წარსულის ყოველდღიურ გადაწერაში აისახება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. “ოკეანიაში” “აზრის პოლიცია” ადამიანებს არასწორი ფიქრებისა და სახელმწიფოს მიერ ჭეშმარიტებად გამოცხადებული ნარატივის შესახებ ოდნავი ეჭვის გაჩენისთვისაც კი სჯის. საბოლოოდ პარტია საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტზე ტოტალურ კონტროლს აწესებს და ასე, ამ არაადამიანური ფორმით ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას. კიდევ ერთი დისტოპიური რომანი ოლდოს ჰაქსლის "საოცარი ახალი სამყარო", რომელიც ასევე ტოტალიტარულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ადამიანები ინკუბატორებში იბადებიან და დაბადებისთანავე კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ხდებიან. აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს. ამგვარ მოცემულობაში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ტოტალური კონტროლის საშუალებებად იქცა, მთავარი ღირებულება მუდმივი გართობა და ზედაპირული სიამოვნების მიღებაა, ყველაფერი ყველას ეკუთვნის, ინდივიდუალიზმი ქრება, სტრესის გასამკლავებლად კი სახელმწიფოს მიერ ლეგალურად დაშვებული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენება, რომელიც სევდას აქრობს და ხელოვნურად ბედნიერების ილუზიას ქმნის", - აღნიშნავს შათირიშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. კარგი მაგალითია - მხარს დაუჭერ ძალადობას, დააფინანსებ ძალადობას, მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში

ევროპას ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს, ევროპა საშველი არის თავად ბრიუსელისგან - შალვა პაპუაშვილი

ევროპას ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს, ევროპა საშველი არის თავად ბრიუსელისგან - შალვა პაპუაშვილი

რუსთავი 2

ყოველივე ამის უკან უცხოური ხელია, რომელსაც არ სურს, ალბანეთში მშვიდობა იყოს - ალბანეთის პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შესახებ

ყოველივე ამის უკან უცხოური ხელია, რომელსაც არ სურს, ალბანეთში მშვიდობა იყოს - ალბანეთის პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შესახებ

რუსთავი 2

შსს-ს წარმომადგენელი ვახო სანაიას პატიმრობაზე: შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას - კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელია

შსს-ს წარმომადგენელი ვახო სანაიას პატიმრობაზე: შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას - კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელია

რუსთავი 2