მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გია ვოლსკი სერბეთის არჩევნებზე: კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს მათმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან | Rustavi2
გია ვოლსკი სერბეთის არჩევნებზე: კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს მათმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან | Rustavi2

გია ვოლსკი სერბეთის არჩევნებზე: კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს მათმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოში ოპოზიცია და მისი აქტივისტები სერბეთთან პარალელების მოძებნას ტყუილად ცდილობენ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არათუ საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ გამარჯვების შანსი, არამედ სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ.

საკითხთან დაკავშირებით შეფასება პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ოპოზიციას სურს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს სერბეთში გამარჯვებული პარტია მისი მოკავშირეა, თუმცა ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

"ვნახე, რომ ამ პარტიის გამარჯვებით რაღაც ისე უნდა წარმოაჩინონ, თითქოსდა ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მოკავშირეებმა გაიმარჯვეს. აბსოლუტურად განსხვავებულები არიან თავის პროგრამით, ხედვით და დამოკიდებულებით საკუთარი სახელმწიფოს მიმართ და სახელმწიფოებრიობის მიმართ ზოგადად. აბსოლუტურად სხვა არის, ამათ უნდათ, რომ ამ სტუდენტების კისერზე შემომხტარებს შემოვიდნენ და პოლიტიკის მართვის სადავეები აიღონ ხელში. ამათ სხვა გეგმა აქვთ, ესენი არ ფიქრობენ, რომ სტუდენტურ სიაში მყოფი ხალხი თუ მის გარეთ მყოფი ახალგაზრდები გარეკონ იმ სისხლიან კალოზე, არა აქვთ ეგეთი გეგმა, არც ის გეგმა აქვთ, არც იმას ფიქრობენ, რომ ევროკავშირს უნდა დაუახლოვდნენ, მაგრამ უპირობო უნდა იყოს ეს დაახლოება და საზოგადოება ამაში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. არც ვიღაცის დიქტატზე არ უნდათ და დამორჩილება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურმა ოპოზიციურმა სიამ გაიმარჯვა, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა. დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული "დიფ სთეითის" მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა.

მოძრაობა "სტუდენტური სია" ევროკავშირთან თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა მედია წერს, რომ წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. ასევე, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა და სილვამ მეოთხედ გაიმარჯვა - ბოლსონარუ შედეგების გაუქმებას მოითხოვსტვ პირველი
  • სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარაფორმულა
  • “2020 წლამდე „ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს კი ხმების 85–90% მიიღო” - ღარიბაშვილიBM.GE
  • ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა 42%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებიაიმედი
არჩევნებში →

მსგავსი სტატიები

აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNN

აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNN

რუსთავი 2

ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

რუსთავი 2

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 2

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს მოუსმინა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს მოუსმინა

რუსთავი 2