მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. თამთა მეგრელიშვილი: პრემიერის მიერ ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს
თამთა მეგრელიშვილი: პრემიერის მიერ ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს

რუსთავი 216 ნოემბერი, 2026, 18:43|rustavi2.ge

ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ლარის კურსი საეროვნული ბანკის საქმე არ არის, სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, ხოლო ინფლაციური პროცესების მართვა და სავალუტო რეზერვების ზრდა ცენტრალური ბანკის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია.

მისივე შეფასებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკოსობის ამბიცია აქვთ, თუმცა თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ერთი დღითაც ვერ გაბედავდნენ, ამგვარი შინაარსის გზავნილების წერა უწევთ, რადგან მიღებული დავალების აბსურდულობა და მათი უვიცობის ხარისხი სრულ თანხვედრაშია და ეს მათ დისკომფორტის ნაცვლად კომფორტს უქმნით.

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის დაცვასა და ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შექმნას.

სებ-ის პოლიტიკა პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე - როდესაც ინფლაცია დაბალია და მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია, ეს ლარის გამყარებას უწყობს ხელს.

ეროვნული ბანკი ახორციელებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას და მართავს საერთაშორისო რეზერვებს. რეფინანსირების განაკვეთის სწორი მართვითა და რეზერვების შევსებით ცენტრალური ბანკი ამცირებს სავალუტო რყევებს და ზრდის ნდობას ლარის მიმართ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს.

იმ ადამიანებს კი, რომლებსაც პოლიტიკოსობის ამბიცია აქვთ, თუმცა თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ერთი დღითაც ვერ გაბედავდნენ, ამგვარი შინაარსის გზავნილების წერა უწევთ, რადგან მიღებული დავალების აბსურდულობა და მათი უვიცობის ხარისხი სრულ თანხვედრაშია და ეს მათ დისკომფორტის ნაცვლად კომფორტს უქმნით.“ - წერს მეგრელიშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 130 სტატია.

  • შემოსავლების სამსახურმა ავტომობილის რეექსპორტზე 450-ლარიანი მომსახურების საფასური დააწესაBM.GE
  • ამოღებულია 62 520 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია 2 პირიტვ პირველი
  • ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
ლარი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს

რუსთავი 2

კაია კალასი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსეთის წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა შეთანხმდნენ - მედია

კაია კალასი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსეთის წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა შეთანხმდნენ - მედია

რუსთავი 2

დავით ჩიხელიძე: ეკონომიკაზე მსჯელობა მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არაა, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია

პროკურატურა: ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია