მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პროკურატურა: ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
პროკურატურა: ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია

რუსთავი 216 ნოემბერი, 2026, 18:44|rustavi2.ge

საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, დღეს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, შეხვდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გასაუბრებისა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.

"საქართველოს პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატიდან, 2026 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა.

აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ელექტრონული ბმულები, რომელთაგან ერთი შეეხებოდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის - იოსებ ბარათაშვილის მიერ 2 ნოემბერს მედიასთან გაკეთებულ კომენტარს, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხოლო მეორე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევდა არაკანონიერად.

ვინაიდან, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია და ზემოაღნიშნულ წერილში მითითებულ ელექტრონულ ბმულებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, დღეს, 16 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, შეხვდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გასაუბრებისა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • გამოძიების დაწყების საკითხი გადაწყდება ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების შემდეგ - პროკურორიტვ პირველი
  • მალაიზიამ AI ჩიპების შესაძლო რეექსპორტზე Megaspeed-ის შვილობილი კომპანიის გამოძიება დაიწყოBM.GE
  • სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვსფორმულა
გამოძიება →ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს

რუსთავი 2

კაია კალასი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსეთის წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა შეთანხმდნენ - მედია

კაია კალასი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსეთის წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა შეთანხმდნენ - მედია

რუსთავი 2

დავით ჩიხელიძე: ეკონომიკაზე მსჯელობა მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არაა, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერის მიერ ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს