ორიგინალი
შეტევა იყო რუსული „როსნეფტის“ ქარხნებზე სამარის ოლქში
რადიო თავისუფლება·10:07

შეტევა იყო რუსული „როსნეფტის“ ქარხნებზე სამარის ოლქში

25 ნოემბერი, 2026 · 10:07

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის სხვადასხვა რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა. რუსული და უკრაინული საინფორმაციო არხების ცნობით, დარტყმა იყო რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტის“ ქარხნებზე.

სამარის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის მიერ სოციალური ქსელებით 25 ნოემბერს დილით გავრცელებული ცნობებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ჩამოაგდეს” 145-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, „არის შედეგები მიწაზე”, დაიღუპა ერთი ადამიანი. გუბერნატორის თანახმად, რეგიონში ნაწილობრივ შეწყვეტილია ენერგომომარაგება.

სამარის მერის, ივან ნოსკოვის ინფორმაციით, ქალაქის კუიბიშევის რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეაჩერეს.

„როსნეფტის“ ქარხნები

მონიტორინგის უკრაინული არხების, Supernova+-ის და Exilenova+-ის ცნობით, შეტევა იყო ქალაქებში, სამარასა და სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ორივე კომპანია „როსნეფტისაა“.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ შეტევა იყო „კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე”, რომელიც ქალაქ სამარაშია და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ქალაქ სიზრანში.

„კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა” მდებარეობს ქალაქ სამარის კუიბიშევის რაიონში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწავლო პროცესი შეაჩერა, თუმცა უშუალოდ ქარხანაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.

განახლება: 25 ნოემბერს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა სამარის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ორ ქარხანას ადრეც არაერთხელ დაარტყეს. რუსეთის სამარის ოლქში არაერთი შეტევა იყო „როსნეფტის“ კიდევ ერთ ქარხანაზე, რომელიც ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში მდებარეობს.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტებია.15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საერთო ჯამში გააჩერეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი.რუსეთი, რომელიც თავის ტერიტორიაზე შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, არ ასაჯაროებს მონაცემებს უკრაინის დარტყმებით მიყენებული ზიანის მოცულობის შესახებ.უკრაინა აცხადებს, რომ მსგავსი დარტყმები არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და პასუხი უკრაინელების დახოცვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. შეტევა იყო რუსული „როსნეფტის“ ქარხნებზე სამარის ოლქში

თემა: რუსული

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • რუსთავი 2·18:29
    მედია: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რუსული ენის გამოყენებისთვის, 3 400 გრივნით დააჯარიმებენ
  • იმედი·18:26
    ცოტნე ანანიძე სააკაშვილის პოსტზე, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის საგარეო მინისტრმა აკურთხა: ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მიმდევრები ცდილობენ რუსული იარლიყი მოგვაწებონ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს კარგი მეხსიერება და ანალიზის უნარი აქვთ - სააკაშვილი ყოველთვის სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებდა
  • BM.GE·11:20
    EU-მ ყულევის ქარხანა სწორ კალაპოტში ჩააყენა და ახლა თავად უნდა აირჩიონ ევროპული ან რუსული გზა|რომან გოცირიძე
  • ტვ პირველი·11:26
    ციხიდან გათავისუფლებული გიგაური 28 ნოემბრის აქციას უერთდება: რაც მალე შევძლებთ გაერთიანებას, მით მალე დავამარცხებთ რუსულ გავლენებს საქართველოში
რუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:41

რელიგიური ცენზის გაუქმება - ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი

რელიგიური ცენზის გაუქმება - ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი
რადიო თავისუფლება·20:19

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“
რადიო თავისუფლება·20:11

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში
რადიო თავისუფლება·19:06

„მართლა ვაჟკაცები ვართ თუ გვინდა ვიყოთ ვაჟკაცები?“ - ინტერვიუ გიორგი ოკმელაშვილთან

„მართლა ვაჟკაცები ვართ თუ გვინდა ვიყოთ ვაჟკაცები?“ - ინტერვიუ გიორგი ოკმელაშვილთან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.