ორიგინალი
ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს სტადიონზე დაპირისპირება იყო
პუბლიკა·00:46

ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს სტადიონზე დაპირისპირება იყო

27 ნოემბერი, 2026 · 00:46

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ს ამ დროისთვის დაკავებულების შესახებ ინფომრაცია არ გაუვრცელებია.

თურქულ მედიის ცნობით, მინისტრი ჰაკან ფიდანი ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ტელეფონით ესაუბრა.

თურქულ მედიაში ასევე გავრცელდა შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილისა და თურქ კოლეგას მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბარის ვიდეოჩანაწერი.

თურქული მედიის ცნობით, თამაზაშვილმა თურქ კოლეგას უთხრა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ UEFA-ს წარმომადგენლებმა ჩამოართვეს. თამაზაშვილის თქმით, ადგილზე მოადგილე ჰყავს მივლენილი და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ „დავაწყნაროთ და პოლიციური ძალების გამოყენება არ დასჭირდეს“.

მომხდარს გარმოეხმაურა თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი ომერ ჩელიქი.

„საქართველოში გამართულ მატჩზე ბანერის, „თავისუფლება პალესტინას“, და პალესტინის დროშის გაშლის გამო „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ განხორციელებული ჩარევა და ძალადობა მიუღებელია…

მკაცრად ვგმობთ ისრაელის გუნდის პროვოკაციულ ქმედებებს მოედანზე. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მომხდარის დროს დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით“,- ომერ ჩელიქიმ.

თურქეთის სუპერლიგის რამდენიმე კლუბმა „საქართველოში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ სამართალდამცველების მოქმედება დაგმო.“ ეს კლუბებია: „ფენერბახჩე“, „გალათასარაი“, „ბაშაქშეჰირი“, „სამსუნსპორი“, „ტრაბზონსპორი“ და „ერზურუმსპორი“.

თურქული „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ შეხვედრა, რომელიც „ბათუმი არენაზე“ იმართებოდა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მატჩი დროებით შეწყვერილი იყო სტადიონზე არეულობის გამო.

„ბათუმელების“ ცნობით, თურქმა გულშემატკივარმა გაშალა ანიტიისრაელური ბანერები წარწერით – „გაათავისუფლეთ პალესტინა.“ ფიზიკური დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივარს შორის. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი.

„ბათუმელების“ ცნობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტამბულურ კლუბს 15 ათასი გულშემატკივარი ჩამოჰყვა.

პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება იყო მატჩის დაწყებამდეც. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასევე ჩანდა, რომ გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს სტადიონზე დაპირისპირება იყო

თემა: ბათუმში

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • GHN·00:55
    ბათუმში არსებულ ვითარებაზე საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
  • ინტერპრესნიუსი·00:37
    თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ თამაშის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა
  • რადიო თავისუფლება·00:32
    მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე
  • სპორტოლი·00:15
    "ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
ბათუმში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·00:46

ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს სტადიონზე დაპირისპირება იყო

ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს სტადიონზე დაპირისპირება იყო
პუბლიკა·19:18

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას
პუბლიკა·18:26

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი
პუბლიკა·16:41

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.