ორიგინალი
ზელენსკისთვის პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრად მოხსენიების ტოლფასია
რადიო თავისუფლება·08:55

ზელენსკისთვის პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრად მოხსენიების ტოლფასია

27 ნოემბერი, 2026 · 08:55

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვს „უცნაურია", რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მეგობარს" უწოდებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ეს ზელენსკიმ განაცხადა ბრიტანულ BBC-სთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული შეხვედრის შემდეგ თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პუტინთან ერთად ჩინეთში გადაღებული ფოტო, დიდი წარწერით: „ჩემი მეგობარი“.ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა უშუალოდ შეხვედრის დღესაც, 19 ნოემბერს.

„აგრესორი და მკვლელი“ მეგობარი ვერ იქნება

BBC-სთან უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ 26 ნოემბერს ღამით გამოაქვეყნდა.

ჟურნალისტ სარა რეინსფორდის ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა იგრძნო უკრაინის პრეზიდენტმა, როცა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო და წარწერა ნახა.

ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი იყო, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის საქმეა, მაგრამ „უცნაურია“.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, პუტინი „აგრესორი და მკვლელია“ და „ის მეგობარი ვერ იქნება. ზელენსკის განცხადებით, ეს იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ვინმეს ჰიტლერზე ეთქვა, რომ ის „კარგი მეგობარია“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინზე დადებითად და პატივისცემით არაერთხელ უსაუბრია მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის ხშირად აკრიტიკებდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ზელენსკისთვის პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრად მოხსენიების ტოლფასია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·07:39

ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ 7-წლიან ბიუჯეტზე

ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ 7-წლიან ბიუჯეტზე
რადიო თავისუფლება·01:45

ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს

ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს
რადიო თავისუფლება·01:40

ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“

ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“
რადიო თავისუფლება·00:32

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.