ორიგინალი
დრონებით შეტევა იყო პეტერბურგსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებზე
რადიო თავისუფლება·10:35

დრონებით შეტევა იყო პეტერბურგსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებზე

27 ნოემბერი, 2026 · 10:35

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული დრონების შეტევას იგერიებდნენ.

27 ნოემბერს, დაახლოებით დილის ცხრა საათისთვის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რეგიონში გამოცხადებული „საჰაერო საფრთხე გაუქმებულია. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან და დაზიანებები არ არის”.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ინფორმაციით, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში საჰაერო განგაშის სიგნალი არ ყოფილა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, იყო საჰაერო თავდაცვის მიერ მოგერიებული დრონების საცხოვრებელი სახლების თავზე აფეთქების შემთხვევები.

ASTRA-ს ინფორმაციით, სახლი დაზიანდა პეტერბურგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ მიკრორაიონში. ამ სახლის ვიდეო გაავრცელა მონიტორინგის უკრაინულმა არხმაც Supernova+.

ვითარების ამსახველი არაერთი ვიდეო გაავრცელა მონიტორინგის კიდევ ერთმა უკრაინულმა არხმა Exilenova+. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება იყო რაიონში, სადაც დრონების საწარმო მდებარეობს.

27 ნოემბერს დილით გადაკეტეს მდინარე ნევაზე მდებარე ლადოგის ხიდი, რომელიც ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით ორმოც კილომეტრშია. ხიდის გადაკეტვა დაადასტურა გუბერნატორმა დროზდენკომაც, თუმცა მისი მტკიცებით, ხიდი დაზიანებული არ არის.

„საჰაერო საფრთხის გაუქმებამდე” ცოტა ხნით ადრე დროზდენკო ტელეგრამზე წერდა, რომ ლენინგრადის ოლქში 45 უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოაგდეს”.

უკრაინას დღევანდელი შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.

სხვადასხვა დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში არაერთხელ დაარტყეს სამრეწველო და სამხედრო ობიექტებს.მხოლოდ 2026 წლის ნოემბრის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა ლენინგრადის ოლქში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სამხედრო ქარხანას და უსტ-ლუგის პორტს.

რუსეთი, რომელიც ოთხ წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს დიდი მსხვერპლის გამომწვევ ომს და ქვეყნის ინფრასტრუქტურას ანადგურებს, თავის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ მსგავსი დარტყმები არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია, პასუხი უკრაინელების დახოცვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. დრონებით შეტევა იყო პეტერბურგსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·11:15

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება
რადიო თავისუფლება·08:55

ზელენსკისთვის პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრად მოხსენიების ტოლფასია

ზელენსკისთვის პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრად მოხსენიების ტოლფასია
რადიო თავისუფლება·07:39

ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ 7-წლიან ბიუჯეტზე

ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ 7-წლიან ბიუჯეტზე
რადიო თავისუფლება·01:45

ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს

ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.