ორიგინალი
ცხინვალში სატელეფონო გამოკითხვებს „იდეოლოგიური დივერსია“ უწოდეს
რადიო თავისუფლება·18:52

ცხინვალში სატელეფონო გამოკითხვებს „იდეოლოგიური დივერსია“ უწოდეს

27 ნოემბერი, 2026 · 18:52

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა აღშფოთება გამოთქვეს სატელეფონო გამოკითხვების გამო, რომლებიც, მათი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილობრივებს შორის ტარდებოდა.

27 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში „დეპუტატები“ გამოკითხვების ორგანიზებაში „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ძალებს“ ადანაშაულებენ.

ე.წ. დეპუტატები არ აკონკრეტებენ, ვის გულისხმობენ „ოსი ხალხის მტრებში“ და რა კითხვები დაუსვეს რეგიონის მცხოვრებლებს.

მათი შეფასებით, გამოკითხვის ორგანიზატორებს სურდათ, მოსახლეობას ეჭვი შეეტანა რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და რუსეთის მიერ მიცემულ უსაფრთხოების გარანტიებში. დეპუტატების მტკიცებით, ორგანიზატორების მიზანი ანტირუსული განწყობების გაღვივება და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობის დათესვა იყო.

„დეპუტატები“ აცხადებენ, რომ გამოკითხვის ორგანიზატორებს რეგიონის მცხოვრებთა სატელეფონო ნომრების ბაზაზე ჰქონდათ წვდომა. მათ მოსახლეობას მოუწოდეს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და „პროვოკაციებს არ აჰყვეს“.

ცალკე განცხადება გაავრცელა დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც. უწყების მტკიცებით, 24 ნოემბერს უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ტელეგრამის ჩატბოტ „დაივინჩიკის“ მეშვეობით არასრულწლოვანს დაუკავშირდნენ, სამართალდამცავებად გაეცნენ და ხალხმრავალი ადგილების კოორდინატების გადაცემა მოსთხოვეს. კომიტეტის ცნობით, უარის შემდეგ მოზარდის დაშინება და შანტაჟი სცადეს.

უწყება აცხადებს, რომ მომხდარს იძიებს. კომიტეტის განცხადებაში სატელეფონო გამოკითხვები ნახსენები არ არის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ცხინვალში სატელეფონო გამოკითხვებს „იდეოლოგიური დივერსია“ უწოდეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·19:32

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს - Anadolu

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს - Anadolu
რადიო თავისუფლება·19:03

რა გავლენას მოახდენს Starlink-ის რუსული ანალოგი ბრძოლის ველზე?!

რა გავლენას მოახდენს Starlink-ის რუსული ანალოგი ბრძოლის ველზე?!
რადიო თავისუფლება·18:06

პოლონეთში წარწერების - „დიდება უპა-ს“ - საქმეზე ექვსი პირი დააკავეს

პოლონეთში წარწერების - „დიდება უპა-ს“ - საქმეზე ექვსი პირი დააკავეს
რადიო თავისუფლება·17:26

პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს

პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.