ორიგინალი
საფრანგეთში დაიწყო გამოძიება “მარსელის” ქომაგების სავარაუდო ძალადობის გამო
რადიო თავისუფლება·19:54

საფრანგეთში დაიწყო გამოძიება “მარსელის” ქომაგების სავარაუდო ძალადობის გამო

27 ნოემბერი, 2026 · 19:54

საფრანგეთში დაიწყო ბრალდებების გამოძიება, რომლის თანახმადაც „მარსელის“ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა სტუმრად ჩასული ბულგარელი ქომაგების წინააღმდეგ „განზრახ ძალადობა“ ჩაიდინეს, - ამის შესახებ ქალაქის პროკურატურამ პარასკევს განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო AFP ავრცელებს, გამოძიება მიმდინარეობდა ხუთშაბათს საღამოს ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „მარსელის“ ქომაგების წაქეზებით ჩადენილ სავარაუდო „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ძალადობის (იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად და სპორტულ არენაზე)“ ფაქტზე.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ გამომძიებლები სწავლობენ „სიძულვილის გაღვივების“ ფაქტსაც, რაც „ბულგარელი გულშემატკივრების მხრიდან ნაცისტურ მისალმებასა და პროვოკაციებს“ უკავშირდება.

პოლიციის წყაროს ცნობით, დაპირისპირების შედეგად სოფიის „ლევსკის“ ხუთი გულშემატკივარი „თვალის დაზიანებებით, თავის ტრავმითა და მხრის ამოვარდნილობით“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თამაშის დაწყებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე, „მარსელის“ რამდენიმე ასეული გულშემატკივარი საკუთარი ტრიბუნიდან გაიქცა და, როგორც ჩანს, „ლევსკის“ ქომაგთა ჯგუფს დაედევნა. მათ სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი სექტორი გაარღვიეს, სადაც დაახლოებით 500 ბულგარელი გულშემატკივარი იყო შეკრებილი.

ადგილზე მყოფი, AFP-ის ჟურნალისტის ცნობით, მხარეებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რომელშიც „მარსელის“ რამდენიმე ნიღბიანი ქომაგი მონაწილეობდა. უეფამ გამოძიება დაიწყო ძალადობრივ შეტაკებებთან დაკავშირებით, რომლებმაც „მარსელისა“ და „ბეშიქთაშის“ მონაწილეობით გამართული ევროპა ლიგის მატჩები ჩაამწარა, - განაცხადა პარასკევს ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ.

დიპლომატიური ინციდენტი გამოიწვია საქართველოს პოლიციის რეაქციამ მას შემდეგ, რაც ისრაელის კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ მატჩის დროს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა პალესტინელთა დროშა გაშალეს. 26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო.

მოგვიანებით დაპირისპირება ტრიბუნაზეც მოხდა და თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა. უეფამ მატჩი უსაფრთხოების მოსაზრებების გამო საქართველოში გადაიტანა, ვინაიდან ღაზის ომის გამო, რაშიც თურქეთი სოლიდარობას უცხადებს პალესტინელებს, თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. საფრანგეთში დაიწყო გამოძიება “მარსელის” ქომაგების სავარაუდო ძალადობის გამო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:36

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით
რადიო თავისუფლება·20:22

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს
რადიო თავისუფლება·20:18

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა
რადიო თავისუფლება·19:03

რა გავლენას მოახდენს Starlink-ის რუსული ანალოგი ბრძოლის ველზე?!

რა გავლენას მოახდენს Starlink-ის რუსული ანალოგი ბრძოლის ველზე?!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.