ორიგინალი
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს
რადიო თავისუფლება·20:22

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს

27 ნოემბერი, 2026 · 20:22

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მარინ ლე პენმა პარასკევს განაცხადა, რომ მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს, ჟორდან ბარდელას მას შემდეგ, რაც გავრცელდა ახალი ბრალდებები მისი პროტეჟეს მიერ მოზარდობისას გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებებთან დაკავშირებით, რასაც თავად ბარდელა უარყოფს.

ლე პენის ეს მხარდაჭერა მოჰყვა საგამოძიებო ვებგვერდ Mediapart-ისა და გაზეთ Le Monde-ის მიერ ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც, გამოცემების შეფასებით, შეიცავს 31 წლის პოლიტიკოსის მიერ 18 წლის ასაკში Facebook-ის პირად მიმოწერებში გაკეთებულ მორიგ ანტისემიტურ კომენტარებს. ბარდელა, რომელიც ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ (RN) პრეზიდენტია და მომავალ წელს ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერმინისტრობის მთავარ კანდიდატად განიხილება, მსგავსი ბრალდებების წინაშე სექტემბერშიც აღმოჩნდა. მან მსგავსი კომენტარების გაკეთება კატეგორიულად უარყო. პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, სარგებლობს თუ არა ბარდელა კვლავ მისი სრული ნდობით, საპრეზიდენტო რბოლის ამჟამინდელმა ფავორიტმა, ლე პენმა უპასუხა: „დიახ... მე მაქვს უპირატესობა, ვიყო მკაფიო და გადამწყვეტი“. ლე პენის გვერდით მჯდომმა ბარდელამ Le Monde სექტემბერში Mediapart-ის მიერ მოპოვებული მასალების ხელახალ გამოქვეყნებაში დაადანაშაულა, ხოლო საგამოძიებო ვებგვერდს ბრალი დასდო მისი გარემოცვასა და იმ ადამიანებზე ზეწოლაში, რომლებიც მას იცნობდნენ, როცა იგი არასრულწლოვანი იყო. „Le Monde-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები Mediapart-ის მასალების ზუსტი ასლია, რომელიც ბოლო კვირებში ერთ-ერთი წყაროს მიერ ჩვენების უკან წაღების გამო დისკრედიტირებულია“, განაცხადა მან. Mediapart-ის ინფორმაციით, რედაქციამ ეს კომენტარები ჯერ კიდევ სექტემბერში, ამბის პირველად გაშუქებისას ნახა, თუმცა წყაროს ვინაობის დასაცავად დამატებითი ფრაგმენტების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა. როგორც Mediapart და Le Monde აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც ბარდელამ პირველადი ბრალდებები უარყო, მისი ნაცნობი დათანხმდა გამოუქვეყნებელი მიმოწერის გასაჯაროებას, რათა ეჩვენებინა, რომ პოლიტიკოსი იტყუებოდა. ამ ჩანაწერებში ბარდელა, სავარაუდოდ, წერდა, რომ „ბანკებს სიონისტები მართავენ“ და ისინი ცდილობენ დაამყარონ „ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება“. ბარდელამ Mediapart-ის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე ორი სარჩელი შეიტანა. მარინ ლე პენი წლებია ცდილობს, „ეროვნული გაერთიანება“ გაათავისუფლოს მამამისის, ჟან-მარი ლე პენის მემკვიდრეობისგან — პოლიტიკოსისა, რომელიც ანტისემიტიზმისთვის იყო გასამართლებული და რომელმაც ერთხელ გაზის კამერებს ისტორიის მხოლოდ „დეტალი“ უწოდა. ამ ძალისხმევაში ბარდელას გადამწყვეტი როლი ჰქონდა: პარტიის ახალი იმიჯის წარმოსაჩენად, 2025 წელს იგი ისრაელს ეწვია, რაც ფრანგი ულტრამემარჯვენე ლიდერის პირველი მსგავსი ვიზიტი იყო.

პარიზის სასამართლოს მიერ 31 მარტს გამოტანილი განაჩენით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი დამნაშავეა ევროპარლამენტარობის პერიოდში თანაშემწეთა ფიქტიურად დაქირავებასა და მათთვის განკუთვნილი ხელფასის პარტიული მიზნებით გამოყენებაში.

7 ივლისს სააპელაციო სასამართლომ მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება მისცა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს

თემა: მხარე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • GHN·17:18
    მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურებას, უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს - სულხან თამაზაშვილი
  • ინტერპრესნიუსი·16:48
    სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს დააკისრებს
  • იმედი·16:38
    სულხან თამაზაშვილი: მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე. შესაბამისად, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურებას „უეფა“ დააკისრებს თურქეთს
  • აჭარის ტელევიზია·14:17
    ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - მხარეებმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს
მხარე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:36

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით
რადიო თავისუფლება·20:18

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა
რადიო თავისუფლება·19:54

საფრანგეთში დაიწყო გამოძიება “მარსელის” ქომაგების სავარაუდო ძალადობის გამო

საფრანგეთში დაიწყო გამოძიება “მარსელის” ქომაგების სავარაუდო ძალადობის გამო
რადიო თავისუფლება·19:03

რა გავლენას მოახდენს Starlink-ის რუსული ანალოგი ბრძოლის ველზე?!

რა გავლენას მოახდენს Starlink-ის რუსული ანალოგი ბრძოლის ველზე?!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.